დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2015 წლის 10 ივნისის №101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4263 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 04/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130040000.43.048.016028 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2015 წლის 10 ივნისის №101 ბრძანებით (www.matsne.gov.ge. 11.06.2015 წ.; 130040000.43.048.016012) დამტკიცებულ დისციპლინურ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: |
1.
მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;“. |
2.
მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წახალისების სახით წინათ დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნისას, როდესაც მოსამსახურეს ეხსნება სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითების დისციპლინური სახდელი, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეს მოსამსახურე აღდგენილ იქნება იმ სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა დისციპლინური სახდელის დაკისრებამდე (აღდგენილ სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში სამსახურის ვადის ათვლა გრძელდება სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითებამდე სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ნამსახურები ვადიდან). |
3.
მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;“. |
4.
წესდებას დაემატოს შემდეგი შინაარსის IX თავი:
„თავი IX ინსპექტირების ჩატარების წესი
მუხლი 36. ინსპექტირების ჩატარების საფუძველი ინსპექტირება ტარდება სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე, რომელშიც აისახება: ა) შესამოწმებელი ობიექტი; ბ) ინსპექტირების ფარგლები, თემები და საკითხები; გ) ინსპექტირების ჯგუფის შემადგენლობა; დ) ინსპექტირების ვადა. მუხლი 37. ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი სამსახურში ინსპექტირების განხორციელებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფი არის სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატი. მუხლი 38. ინსპექტირების მიზანი ინსპექტირების მიზანია: ა) სამსახურის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შემოწმება სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დასადგენად; ბ) შემოწმების შედეგების გაანალიზება, განზოგადება და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება; გ) ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, ხარვეზებსა და ნაკლოვანებებზე რეაგირების გზით საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცება და სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება. მუხლი 39. ინსპექტირების სახეები 1. ინსპექტირების სახეებია გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება. 2. გეგმური ინსპექტირება განსაზღვრავს კალენდარული წლის განმავლობაში შესამოწმებელი ინსპექტირების ობიექტების ჩამონათვალს და ვადებს. 3. არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება აუცილებლობის შემთხვევაში. მუხლი 40. ინსპექტირების ვადები 1. ინსპექტირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს, ხოლო შინაარსობრივად რთულ ან/და დიდი მოცულობის საქმეებზე – 3 (სამი) თვეს. 2. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირების დასკვნა საჭიროებს დაზუსტებას, სამსახურის უფროსი განსაზღვრავს ინსპექტირების დამატებით ვადას – არაუმეტეს 2 (ორი) თვეს. მუხლი 41. ინსპექტირების ობიექტი 1. ინსპექტირება ტარდება სამსახურის სტრუქტურულ ერთეულში ან/და მის შემადგენლობაში შემავალ სტრუქტურულ დანაყოფში. 2. ინსპექტირება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ამით ხელი არ შეეშალოს ინსპექტირების ობიექტის ნორმალურ ფუნქციონირებას. 3. სამსახურის ოპერატიული აღრიცხვის დოკუმენტების შემოწმება ტარდება სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული წესით. მუხლი 42. ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილებები სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატი უფლებამოსილია: ა) ინსპექტირება განახორციელოს ინსპექტირების ბრძანების შესაბამისად; ბ) მოითხოვოს ინსპექტირების ობიექტის საქმიანობის ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია, მიიღოს მოსამსახურეთა ზეპირი ან/და წერილობითი ახსნა-განმარტებები; გ) ინსპექტირების პროცესში გამოვლენილ დარღვევებთან, ხარვეზებთან ან/და ნაკლოვანებებთან დაკავშირებით შეადგინოს შესაბამისი ოქმები; დ) აუცილებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები/ექსპერტები; ე) ინსპექტირების დასკვნის პროექტი გააცნოს ინსპექტირების ობიექტს; ვ) მოამზადოს და დაამტკიცოს ინსპექტირების დასკვნა; ზ) განახორციელოს ინსპექტირებისთვის საჭირო სხვა ღონისძიებები. მუხლი 43. ინსპექტირების დასკვნა 1. ინსპექტირების დასკვნაში აისახება: ა) ინსპექტირების/შემოწმების შედეგები; ბ) გამოვლენილი დარღვევები, ხარვეზები და ნაკლოვანებები; გ) რეკომენდაციები არსებული დარღვევების, ხარვეზებისა და ნაკლოვანებების გამოსწორების შესახებ; დ) ინსპექტირების ობიექტის საქმიანობის შეფასება, სამართლებრივ აქტებთან მისი შესაბამისობის დადგენის კუთხით. 2. ინსპექტირების დასკვნას ამზადებენ და ხელს აწერენ ინსპექტირების განმახორციელებელი ჯგუფის წევრები. ჯგუფის რომელიმე წევრის მიერ განსხვავებული აზრის დაფიქსირების შემთხვევაში, აღნიშნული მოსაზრება თან ერთვის ინსპექტირების მასალებს. 3. ინსპექტირების მასალების საფუძველზე, ინსპექტირების დასკვნას ამტკიცებს სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატის უფროსი. 4. ინსპექტირების დასკვნას სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატი წარუდგენს სამსახურის უფროსს შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად. 5. სამსახურის უფროსი გადაწყვეტილებას იღებს ინსპექტირების საქმესთან დაკავშირებული გარემოებებისა და არსებული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. იგი შეიძლება დაეთანხმოს ინსპექტირების დასკვნას და გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები/დავალებები ან არ დაეთანხმოს დასკვნას და დამატებითი შესწავლისთვის განსაზღვროს ინსპექტირების ვადა და დასაზუსტებელი საკითხები. მუხლი 44. ინსპექტირების დასკვნის გაცნობა და შენახვა 1. სამსახურის უფროსის შესაბამისი მითითების/დავალების შემთხვევაში, ინსპექტირების ობიექტი იღებს ზომებს, ინსპექტირების დასკვნის შესრულებასთან დაკავშირებით და აღნიშნულის შესახებ, არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში, აცნობებს სამსახურის უფროსს და სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატს. 2. ინსპექტირების მასალების შენახვას უზრუნველყოფს სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატი, სამსახურში დადგენილი წესის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები