ქ. წალკის ადმინისტრაციული ერთეულის ქ. წალკის მერაბ კოსტავას ქუჩის გაგრძელების და უსახელო გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

ქ. წალკის ადმინისტრაციული ერთეულის ქ. წალკის მერაბ კოსტავას ქუჩის გაგრძელების და უსახელო გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-119. 119243342
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/11/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.155.016004
გ-119. 119243342
29/11/2024
ვებგვერდი, 05/12/2024
000000000.00.155.016004
ქ. წალკის ადმინისტრაციული ერთეულის ქ. წალკის მერაბ კოსტავას ქუჩის გაგრძელების და უსახელო გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-119.119243342

2024 წლის 29 ნოემბერი

ქ. წალკა

 

ქ. წალკის ადმინისტრაციული ერთეულის – ქ. წალკის მერაბ კოსტავას ქუჩის გაგრძელების და უსახელო გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, მე-10 მუხლებისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ქ. წალკის ადმინისტრაციული ერთეულის – ქ. წალკის მერაბ კოსტავას ქუჩა გაგრძელდეს თანდართული სიტუაციური რუკის შესაბამისად.

2. განხორციელდეს უსახელო გეოგრაფიული ობიექტის სახელდება:

ა) მერაბ კოსტავას ქუჩასთან არსებულ ჩიხს განესაზღვროს სახელწოდება – მერაბ კოსტავას III ჩიხი.

3. წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                        ირაკლი გიგინეიშვილი