დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ზოგიერთი საქონლის საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 151 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 28/02/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.080.22.033.008.210 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.080.22.033.008.210
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №151
2006 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საქონლის საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ
საქართველოს საბაჟო კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 129-ე მუხლისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი ფიზიკური (700 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონლის არსებობის შემთხვევაში) ან იურიდიული პირების მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი დეკლარანტის მიერ საბაჟო გაფორმების ორგანოებს წარედგინოს დაფასოებული და სორტირებული (გადარჩეული) სახით საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის ცხრანიშნა კოდის დონეზე.
მუხლი 2
საბაჟო გაფორმების ორგანოები ახორციელებენ ამ ბრძანების პირველი მუხლის მოთხოვნების შესაბამისად საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილობითი მითითებით განსაზღვრულ ქვეყნებში წარმოშობილი და ამ ქვეყნებიდან საქართველოში იმპორტირებული, ამავე წერილობითი მითითებით გათვალისწინებული საქონლის სრულ საბაჟო შემოწმებას.
მუხლი 3
ამ ბრძანების შესრულების კონტროლი დაევალოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ ანთელიძეს.
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები