დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 25075 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 28/11/2024 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016760 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის
ბრძანება №25075
2024 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის დებულების“ (დანართი №4) მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების განვითარების, მართვის და მომსახურების სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;“;
ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) პროგრამის მომხმარებლებისთვის დეტალური მანუალების (მომხმარებლის სახელმძღვანელოების) მომზადება, პროგრამის ფუნქციონალთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა და საჭიროების შემთხვევაში ახალ პროგრამულ პროდუქტებზე მომხმარებლებისთვის ტრენინგების ჩატარება.“;
ბ) 11 პუნქტის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ცენტრის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, სამოქმედო გეგმებში ცვლილებების შეტანის უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი;“;
ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) პროექტების მართვისთვის საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფაში პროექტების აღრიცხვა, მართვა, საჭიროებისამებრ ცვლილების ინიცირება და მონიტორინგი;“;
ბ.გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“-„ლ“ ქვეპუნქტები:
„ზ) ცენტრის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება;
თ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესპროცესების მოდელირების, ოპტიმიზაციის, დოკუმენტირების, სტანდარტიზაციისა და სისტემატური განახლების უზრუნველყოფა;
ი) პროექტების მართვისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრირება და შესაბამისი წესების შემუშავებისა და დანერგვის უზრუნველყოფა;
კ) თანამშრომელთა გადამზადების და განვითარებისთვის შესაბამისი წინადადებების შეგროვება და ინიცირება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და სტანდარტების გაცნობა და მათ დასანერგად წინადადებების შემუშავება.“;
გ) მე-4 პუნქტის:
გ.ა) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) შემოსავლების სამსახურის სისტემაში კომპიუტერული ვირუსების აღმოჩენის შემთხვევაში სსიპ – შემოსავლების სამსახურის „ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების მართვის პროცედურის“ შესაბამისად მოქმედება და სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის/ოფიცრის ინფორმირება;“;
გ.ბ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:
„რ) შემოსავლების სამსახურისთვის შესასყიდი კომპიუტერული, ქსელური და სხვა დამხმარე მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლების ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
დოკუმენტის კომენტარები