პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ერთობლივი კომიტეტის (2023 წლის 7 დეკემბერი) გადაწყვეტილება No 1/2023 - პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ცვლილების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1/2023
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016798
1/2023
07/12/2023
ვებგვერდი, 04/12/2024
480610000.03.030.016798
პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ერთობლივი კომიტეტის (2023 წლის 7 დეკემბერი) გადაწყვეტილება No 1/2023 - პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ცვლილების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება No1/2023

2023 წლის 7 დეკემბერი

პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ცვლილების თაობაზე

ერთობლივი კომიტეტი,
 
პან - ევრო - ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის,1
და კერძოდ 4(3)(ა) მუხლის გათვალისწინებით,   

ვინაიდან:

1. პან - ევრო - ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონულ კონვენციას („კონვენცია“) ხელი მოეწერა ბრიუსელში 2011 წლის 15 ივნისს და ძალაში შევიდა 2012 წლის 1 იანვარს. 

2. პან - ევრო - ხმელთაშუა ზღვის წარმოშობის კუმულაციური სისტემა შედგება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების ქსელისგან; ითვალისწინებს წარმოშობის იდენტური წესების მრავალმხრივ ჩარჩოს, რაც იძლევა დიაგონალური კუმულაციის შესაძლებლობას, რომელიც გამოიყენება რელევანტურ ხელშეკრულებებში განსაზღვრული პრინციპების დარღვევის გარეშე.  

3. კონვენციის პრეამბულის შესაბამისად, წარმოშობის წესებში უნდა შევიდეს ცვლილებები, ეკონომიკურ რეალობაზე უკეთ რეაგირების მიზნით.

4. კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ კონვენციაში ცვლილების შეტანის თაობაზე, გაუმჯობესებული და უფრო მოქნილი წარმოშობის წესების ახალი კრებულის მიღების მიზნით.    

5. შესაბამისად, უნდა შესწორდეს კონვენცია.  

მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილება:

მუხლი 1

1. კონვენციაში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომელიც მითითებულია ამ გადაწყვეტილების დანართში.   

2. კონვენციაში განხორციელებული ცვლილებები ძალაში შევა 2025 წლის 1 იანვარს.  

მუხლი  2

ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა მისი მიღების დღეს. მიღებულია ბრიუსელში 2023 წლის 7 დეკემბერს.

               ერთობლივი კომიტეტი

      თავმჯდომარე

            მარკო ლატი           

—————————————————

1 OJ EU L 54 26.2.2013, p. 4.