“საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 21 სექტემბრის №11/1005 დადგენილებით დამტკიცებული “საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 21 სექტემბრის №11/1005 დადგენილებით დამტკიცებული “საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 3/2006
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 24/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 27/02/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 12/02/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.15.008.008.208
  • Word
3/2006
24/02/2006
სსმ, 26, 27/02/2006
010.340.000.15.008.008.208
“საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 21 სექტემბრის №11/1005 დადგენილებით დამტკიცებული “საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.15.008.008.208

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 3/2006

2006 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 21 სექტემბრის №11/2005 დადგენილებით დამტკიცებულ �საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ� დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 21 სექტემბრის №11/2005 დადგენილებით დამტკიცებულ �საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ� დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�5. განცხადების მიღების ბოლო დღის 18 საათზე საბუთების რეგისტრაციის ჟურნალი ილუქება და დაგვიანებით შემოსული განცხადება არ მიიღება.�.

2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა ოთხი ასტრონომიული საათი, გარდა ამ დებულების 131 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა. დროის გადაცილების შემდეგ ნამუშევარი არ გასწორდება და გამოსაცდელს დაეწერება შეფასება 0.�.

3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�მუხლი 11. ტესტების დარიგების წესი

გამოცდის დაწყების წინ ყოველ გამოსაცდელს გადაეცემა შესაბამისი ვარიანტის 100 ტესტი.�.

4. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. დაინტერესებულმა პირებმა გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 5 დღით ადრე უნდა გაიარონ აკრედიტაცია სამდივნოში და მიიღონ საგამოცდო დარბაზში შესასვლელი საშვი.�.

5. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. კომისია იქმნება გამოცდის დაწყებამდე 5 დღით ადრე.�.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის № 1) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე�� გ. ჩალაგაშვილი

კომისიის მდივანი����� ���������� გ. მჭედლიძე