„აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 196-ძ/ს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 02/12/2024
დოკუმენტის ტიპი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000040.33.062.016144
196-ძ/ს
02/12/2024
ვებგვერდი, 04/12/2024
000000040.33.062.016144
„აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის

ბრძანება №196-ძ/ს

2024 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 08/02/2023, სარეგისტრაციო კოდი: 040110000.33.062.016133) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებით დამტკიცებული დანართის:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესი“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„კ) სხვა მოწყვლადი ბენეფიციარი, რომლის უმწეო მდგომარეობას მისი განცხადების გათვალისწინებითა და შეფასებით ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს კომისია – არაუმეტეს 3000 ლარი.“.

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„ბ) იღებს ქირის თანხის დაფინანსებას სსიპ – „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან.“.

4. მე-9  მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრიდავით ფაცაცია