„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016490
20
02/12/2024
ვებგვერდი, 03/12/2024
010250050.35.120.016490
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2024 წლის 2 დეკემბერი

ქ. სამტრედია

 

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №25 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04/06/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016292 ) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს  „21“ პუნქტი.  

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-7 მუხლს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, საქართველოს კანონის შესაბამისად, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, იურიდიულ საკითხებში ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივაჟა სტურუა