სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-55. 55243346
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/11/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.168.016035
გ-55. 55243346
29/11/2024
ვებგვერდი, 03/12/2024
000000000.00.168.016035
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიცაპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-55. 55243346

2024 წლის 29 ნოემბერი

ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები  შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ №239 დადგენილების მეშვიდე მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №43 სხდომის ოქმის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდის ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების სახელდება მოხდეს თანდართული მისამართების რეესტრისა და დამისამართებული ორთო რუკის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).

2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს აღნიშნული განკარგულების გადაგზავნა ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად.

4. ეს განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქ. №15) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე                           დავით ჯანიკაშვილი

 





   დანართი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები)  სახელდება

 

ქუჩის დამისამართებული

ნომერი

ქუჩის სახელდება

ქუჩის შესახვევის

რაოდენობა

ქუჩის ჩიხის

რაოდენობა

1     

1-ლი ქუჩა

სოლომონ დოდაშვილის ქუჩა

6

-

2

მე-2 ქუჩა

  ნიკო ფიროსმანის ქუჩა

1

-

3

მე-3 ქუჩა

  ერეკლე II-ის  ქუჩა

2

-

4

მე-4 ქუჩა

  ვაჟა-ფშაველას ქუჩა

1

-

5

მე-5 ქუჩა

  იაკობ გოგებაშვილის ქუჩა

1

-

6

მე-6 ქუჩა

  ვანო სარაჯიშვილის ქუჩა

-

-

7

მე-7 ქუჩა

  ვახტანგ გორგასალის ქუჩა

-

-

8

მე-8 ქუჩა

  კახეთის ქუჩა

-

-

9

მე-9 ქუჩა

  ზვიად გამსახურდიას ქუჩა

-

-

10

მე-10 ქუჩა

  მერაბ კოსტავას ქუჩა

1

-