სს „მესხეთის“ (ს.ნ. 208142419) მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

სს „მესხეთის“ (ს.ნ. 208142419) მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს “დჯ ჯგუფი“
მიღების თარიღი 29/11/2024
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2024
სარეგისტრაციო კოდი
0
29/11/2024
ვებგვერდი, 02/12/2024
სს „მესხეთის“ (ს.ნ. 208142419) მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
შპს “დჯ ჯგუფი“

განცხადება

სს „მესხეთის“ (ს.ნ. 208142419)

მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

შპს „დჯ ჯგუფი“ (ს.ნ. 402171109) (შემდეგში წოდებული „შემსყიდველი“) როგორც სს „მესხეთის“ (ს.ნ. 208142419) (შემდეგში წოდებული „საზოგადოება“) საწესდებო კაპიტალში არსებული აქციების სრული ოდენობის 97.58667%-ის მესაკუთრე, მფლობელი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225 მუხლის „მინორიტარი აქციონერისათვის აქციის სავალდებულო მიყიდვის“ საფუძველზე აცხადებს საზოგადოების დანარჩენი აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული საზოგადოების აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.

• საწესდებო კაპიტალში არსებული აქციების სრული ოდენობა შეადგენს 90 000 ცალს, საიდანაც 87 828 ცალი აქციის მესაკუთრეა შემსყიდველი.

• ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, შემსყიდველი განცხადებით მიმართავს სასამართლოს აქციათა სავალდებულო მიყიდვისა და, შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასის განსაზღვრისა და ამ ფასად გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ.

• საზოგადოების აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შემსყიდველი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან, საზოგადოების სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ საზოგადოების აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.

• აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: საწარმოს ნორმალური ფუნქციონირება, მართვის ოპტიმიზაცია და განვითარება.

• დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შემსყიდველს, შპს „დჯ ჯგუფი“ (სნ 402171109), მის: საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, დავით აღმაშენებლის გამზ., №158, ტელ:(599)670035, ელფოსტა: davidgeo71@gmail.com.

• აქციონერებს აქციებზე საკუთრების უფლება შეუძლიათ დააზუსტონ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან („საქართველოს რეგისტრატორი) მისამართზე: თბილისი, მოსაშვილის ქ. №11 „საქწყალპროექტის“ შენობა, VII სართული, ტელ.:(+995 32) 2251560, (+995 32) 2225351

 

შემსყიდველი:

შპს „დჯ ჯგუფის

დირექტორის დავით ოტიაშვილის

წარმომადგენელი

დავით ბიჭიკაშვილი

 

2024 წლის 29 ნოემბერი