ანგარიშვალდებული პირის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

ანგარიშვალდებული პირის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-16
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 09/12/2024
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 350090000.64.076.016145
ნ-16
09/12/2024
ვებგვერდი, 09/12/2024
350090000.64.076.016145
ანგარიშვალდებული პირის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-16
2024 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი

 

ანგარიშვალდებული პირის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ1“ და „დ“ ქვეპუნქტების, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) „ანგარიშვალდებული პირის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის წესი“ (დანართი №1);

ბ) „ფიზიკური პირი ანგარიშვალდებული პირის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმები“ (დანართი №2);

გ) „იურიდიული ანგარიშვალდებული პირის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმები“ (დანართი №3).

მუხლი 2
 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით მჭედლიძე