„ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის N ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი ნ-15
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 09/12/2024
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 260030000.64.076.016146
ნ-15
09/12/2024
ვებგვერდი, 10/12/2024
260030000.64.076.016146
„ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის N ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
„ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის N ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-15
2024 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი

„ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის N ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 მაისის N ნ-6 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/05/2024, 260030000.64.076.016136) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „თ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული: 

ა.ა) 35 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„35. ფირმა, რომელსაც მიენიჭა სდპ-ისათვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება, მაგრამ მომდევნო, სავალდებულო წესით მონიტორინგის განხორციელებამდე დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს მხოლოდ 1 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება ან/და სხვა აუდიტორული მომსახურების გარიგება, უწყდება სდპ-ისათვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება და აუდიტორული ფირმა რეესტრში აისახება, როგორც ,,სავალდებულო აუდიტორული ფირმა“, მომდევნო მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე.“;

ა.ბ) 36 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„36. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა (გარდა სდპ-სათვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მქონე აუდიტორული ფირმა), რომელსაც რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ/ხოლო თუ გავლილი აქვს მონიტორინგი განმეორებითი მონიტორინგის განხორციელებამდე პერიოდში დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს მხოლოდ 1 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება ან/და სხვა აუდიტორული მომსახურების გარიგება, სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად განისაზღვრება არასავალდებულო აუდიტორად/აუდიტორულ ფირმად.“;

ბ) „ლ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,51. გარიგების პარტნიორს სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება ენიჭება აუდიტორული ფირმის მომდევნო მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე არსებული პერიოდით. იმ გარიგების პარტნიორს, რომელიც სავალდებულო (გარდა სდპ-ისა) ან/და არასავალდებულო აუდიტის მომსახურებას უწევს სუბიექტს ბოლო მონიტორინგის შედეგებით მინიჭებული უფლებამოსილება/შეზღუდვები უნარჩუნდება გარიგების პარტნიორის მომდევნო მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე.“;

გ) „მ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,ა.ა) სდპ-სათვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის უფლებამოსილების მქონე აუდიტორული ფირმა − როდესაც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა გაივლის მონიტორინგს შენიშვნების გარეშე ან კონკრეტულ გარიგებასთან მიმართებით აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით აღმოჩნდება ნაკლებად არსებითი არასისტემური (იზოლირებული) ან/და სისტემური ხარვეზები; ან/და არსებითი არასისტემური (იზოლირებული) და მცირერიცხოვანი ხარვეზები; ან/და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISQM) შესაბამისობის კუთხით აღმოჩნდება მხოლოდ უმნიშვნელო შენიშვნები. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს არ აქვს დარღვეული პროფესიული ეთიკის კოდექსი (IESBA Code);“;

დ) „მ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,33. სდპ-ისათვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელიც სამსახურის მიერ განისაზღვრა სდპ-ისათვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის უფლებამოსილების მქონე აუდიტორულ ფირმად და მის გარიგების პარტნიორს, რომელსაც სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მიენიჭა სდპ-ისათვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურების გაწევის უფლებამოსილება.“;

ე) ,,მ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 36 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„36. სამსახური უფლებამოსილია, აუდიტორული ფირმის ინიციატივით, თემატური მონიტორინგის განხორციელების გზით, სდპ-ისათვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება მიანიჭოს იმ აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორს, რომელიც სამსახურის მიერ განისაზღვრა სდპ-სათვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მქონე აუდიტორულ ფირმად. საბოლოო დასკვნითი შეფასების გაცემისას სამსახური უფლებამოსილია შეზღუდოს სდპ-ების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება გარიგების პარტნიორისთვის.“;

ვ) ,,მ.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული:

ვ.ა) 313 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„313. აუდიტორული ფირმა სდპ-ისათვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მქონეა იმ შემთხვევაში, თუ სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად აუდიტორული ფირმის არანაკლებ ერთ გარიგების პარტნიორს მინიჭებული აქვს სდპ-ისათვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება.“;

ვ.ბ) 315 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,315. ჯგუფის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი უნდა განხორციელდეს სდპ-სათვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მქონე აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიერ, თუ ჯგუფში შემავალი მშობელი ან/და შვილობილი საწარმო არის სდპ.“;

ზ) „მ.კ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,5. სამსახური უფლებამოსილია აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას (გარდა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მქონე აუდიტორული ფირმისა) დაავალოს აუდიტის გარიგების ხარისხის მიმოხილვისთვის დამატებითი მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების (მათ შორის, გარიგების პარტნიორის) ჩართვა მიმდინარე გარიგებების დასასრულებლად. აღნიშნულ შემთხვევაში აუდიტის გარიგების საფუძველზე სუბიექტისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
 
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით მჭედლიძე