,,ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი ნ-14
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 09/12/2024
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240000.64.076.016144
ნ-14
09/12/2024
ვებგვერდი, 10/12/2024
010240000.64.076.016144
,,ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
,,ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-14
2024 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი 31/10/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010240000.64.076.016003) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ვებგვერდის და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის მე-9 - მე-12 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს. ამ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად სამსახურისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში − შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის) წარდგენისთვის პასუხისმგებელია აუდიტორი;“;

ბ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. გარიგების პარტნიორს არ აქვს უფლება, იყოს გარიგების პარტნიორი ერთზე მეტ აუდიტორულ ფირმაში ან აუდიტორულ ფირმაში გარიგების პარტნიორად ყოფნის პარალელურად ინდივიდუალურად ახორციელებდეს აუდიტორულ მომსახურებას.“;

ბ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 3 (სამი)-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება გულისხმობს ამ 3 (სამ)-წლიანი პერიოდის არანაკლებ ბოლო 2 (ორი) წლის მანძილზე უშუალოდ გარიგების პარტნიორის დაქვემდებარებაში მუშაობას და მენეჯერული ფუნქციების შესრულებას, რომელიც, სულ მცირე, მოიცავს სამუშაო გუნდის მართვას, პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვის და ხარისხის უზრუნველყოფას, აუდიტის დაგეგმვას, დამკვეთ სუბიექტთან ურთიერთობას გარიგების მნიშვნელოვან საკითხებზე, არსებითი აუდიტორული მტკიცებულებების და მსჯელობების, აუდიტს დაქვემდებარებული ფინანსური ანგარიშგების მთლიანობაში მიმოხილვას, რაც საფუძვლად ედება აუდიტორული დასკვნის მომზადებას.“;

ბ.დ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: 

„4. რეგისტრაციით დაინტერესებული პირი/ზედამხედველი აუდიტორი, 3 (სამი)-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების დასადასტურებლად ვალდებულია წარმოადგინოს უტყუარი ინფორმაცია. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პირის/ზედამხედველი აუდიტორის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. 3 (სამი)-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილ პრაქტიკის ფურცელში მითითებული გარიგებებიდან სამსახური უფლებამოსილია, რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე, შეარჩიოს მინიმუმ ერთი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება, რომლის საფუძველზეც გადამოწმდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.“;

გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იმ აუდიტორის/სერტიფიცირებული ბუღალტრის სახელი, გვარი და სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც აუდიტორულ ფირმაშია დასაქმებული ან მასში არის პარტნიორი/აქციონერი ან მმართველობითი ორგანოს წევრი ან სხვაგვარად არის მასთან დაკავშირებული, აგრეთვე ინფორმაცია აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ.“;

დ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: 

„ე) აუდიტორული ფირმის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ბენეფიციარი მესაკუთრე არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს. ამ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად სამსახურისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში − შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის) წარდგენისთვის პასუხისმგებელია აუდიტორული ფირმა. მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ნასამართლობის შესახებ ინფორმაციას სამსახური აუდიტორული ფირმისგან გამოითხოვს რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე.“;

ე) მე-7 მუხლის:

ე.ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31 . სარეგისტრაციო განაცხადი ელექტრონულად წარდგენისას გადის წინასწარ შემოწმებას. სამსახური ამოწმებს სარეგისტრაციო განაცხადი შევსებულია თუ არა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ელექტრონული განაცხადის წინასწარი შემოწმება ტექნიკური ხასიათისაა და არ მოიცავს სარეგისტრაციო განაცხადის სამსახურში მატერიალური ფორმით წარდგენის შემდეგ გასატარებელ სამართლებრივ პროცედურებს.“;

ე.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„6. სამსახურის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს რეგისტრაციაში წარმოდგენილი სარეგისტრაციო განაცხადი და მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს მისი მიღების ბარათი, რომელიც ადასტურებს სარეგისტრაციო განაცხადით წარმოდგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენისა და სამსახურის მიერ სარეგისტრაციო განაცხადის სარეგისტრაციო წარმოებაში მიღების ფაქტს. სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება განმცხადებლის მიერ დოკუმენტაციის სამსახურში მატერიალური ფორმით წარმოდგენის მომდევნო დღიდან.“;

ე.გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სერტიფიცირებული ბუღალტერი, აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია შეასრულოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ასევე სარეგისტრაციო წარმოების დასრულების შემდეგ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანების შესაბამისად წარადგინონ აღრიცხვის ფორმა.“.

ვ) მე-8 მუხლის:

ვ.ა) მე-3 პუნქტის:

ვ.ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მე-3 პუნქტში მიეთითება დაინტერესებული პირის აუდიტორის ზედამხედველობით ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების (აუდიტორულ გარიგებებში მონაწილოების) არანაკლებ 3-წლიან პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებით დამსაქმებელი აუდიტორის ან აუდიტორული ფირმის სახელწოდება, ზედამხედველი აუდიტორის ზედამხედველობის ქვეშ ქსელის ფარგლებში მიღებული პრაქტიკული გამოცდილების მიღების ქვეყანა, ზედამხედველი აუდიტორის წერილობითი დასტური („პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებით დამტკიცებული პრაქტიკის ფურცელი), რომელიც მოიცავს სერტიფიცირებული ბუღალტრის და ზედამხედველი აუდიტორის სახელს, გვარს და პირად ნომერს, ზედამხედველი აუდიტორის რეესტრში რეგისტრაციის ნომერს, პრაქტიკის პერიოდს (დაწყებისა და დასრულების თარიღს), სუბიექტთან დადებული იმ გარიგებების შესახებ ინფორმაციას (სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ხელშეკრულების საგანი და საანგარიშგებო პერიოდი, მომსახურების დაწყების-დასრულების თარიღები, რეგისტრაციით დაინტერესებული პირის პოზიცია გარიგებაში და გარიგებაში შესრულებული ფუნქციები), რომელშიც კანდიდატი/სერტიფიცირებული ბუღალტერი მონაწილეობდა ( თითოეულ გარიგებაში შესაბამისი როლისა და შესრულებული ფუნქციების შესახებ სრული ინფორმაციის მითითებით), ასევე, ინფორმაციას, კანდიდატის/სერტიფიცირებული ბუღალტრის მიერ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარებაში მონაწილეობის მიღებისას გამოვლენილი, გამომუშავებული პროფესიული კომპეტენციების შესახებ (პროფესიული უნარები, ტექნიკური კომპეტენციები, პროფესიული ფასეულობები, ეთიკა და დამოკიდებულებები). პრაქტიკის ფურცელი სარეგისტრაციო განაცხადს დაერთვის დანართის სახით.

შენიშვნა №1: 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მითითებისას, გამოიყენება სამუშაო ადგილის განსაზღვრის შემდეგი რიგითობა: ძირითადი სამუშაო ადგილი, არაძირითადი სამუშაო ადგილი, წინა სამუშაო ადგილი.

შენიშვნა №2: ზედამხედველი აუდიტორის ფუნქციების განხორციელებისას, პირი უნდა იყოს აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორი ან/და საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელი აუდიტორი.“;

ვ.ა.ბ) „კ“  „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„კ) მე-10 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია, ბოლო 3 წლის განმავლობაში პროფესიული (არადაქირავებული) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების შესახებ. დაინტერესებული პირის მიერ მიეთითება კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და ამავე პუნქტის „ვ.ბ“, „ვ.გ“, „ვ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებებიდან (სხვა აუდიტორული საქმიანობიდან), სხვა პროფესიული მომსახურებიდან (საბუღალტრო, საგადასახადო, ფინანსური მენეჯმენტის სფეროში გაწეული მომსახურებიდან, ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურებიდან);

ლ) მე-11 პუნქტში, კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებში ნასამართლობის არქონის დადგენის მიზნით, მიეთითება ინფორმაცია პირის ნასამართლობის თაობაზე (ცნობის გაცემის თარიღის მითითებით). ცნობა (დედანი) სარეგისტრაციო განაცხადს დაერთვის მატერიალური სახით. სამსახურში წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობის ცნობა მოქმედებს მისი გაცემიდან (დამზადებიდან) 15 კალენდარულ დღის განმავლობაში;

მ) მე-12 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია პირის მიერ 3 (სამი) უწყვეტი კალენდარული წლის განმავლობაში აუდიტორისათვის განკუთვნილი განგრძობითი განათლების დაკმაყოფილების თაობაზე (ცნობის გაცემის თარიღის მითითებით), რისი დამადასტურებელი ცნობა სამსახურში წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური სახით. განგრძობითი განათლების შესახებ ცნობა სარეგისტრაციო განაცხადს დაერთვის დანართის სახით.

შენიშვნა: ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები, რომლებიც სარეგისტრაციო წარმოებამდე არ არიან გაწევრიანებული საქართველოს პროფესიულ ორგანიზაციაში, განგრძობითი განათლების შესახებ დასტურს წარმოადგენენ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD), ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, აგრეთვე კანონის მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე სამსახურის მიერ განსაზღვრულ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციიდან, რომელშიც ისინი გაწევრიანებულნი არიან. განგრძობითი განათლების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი სამსახურს წარედგინება სარეგისტრაციო განაცხადის დანართის სახით.“; 

ვ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სარეგისტრაციო განაცხადის ელექტრონულად შევსების და წინასწარი შემოწმების გავლის შემდეგ განმცხადებელი პირი სარეგისტრაციო განაცხადს სამსახურში წარადგენს მატერიალური ფორმით, თანდართული დოკუმენტაციის ორიგინალები/ასლები უნდა იყოს დანომრილი და დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში).“;

ზ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის:

ზ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირველ პუნქტში აისახება რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული იურიდიული პირის ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირის ფილიალის (შემდგომ – ფირმა) ლოგო, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დანართის სახით აიტვირთება ლოგოს გამოსახულება), საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება (ქართულ და ინგლისურ ენებზე), საკონტაქტო ინფორმაცია (იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ნომრები, ელექტრონული ფოსტა და ფირმის ვებგვერდი).“;

ზ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„დ) მე-4 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია ფირმაში მმართველობის ორგანოს წევრების შესახებ, პირადი ნომრის, სახელის და გვარის, მმართველობით ორგანოში წევრობის ფორმის მითითებით. ამასთან, აღინიშნება ინფორმაცია მმართველობით ორგანოს წევრის აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაციის არსებობის თაობაზე. ასევე, აუდიტორული ფირმის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, მნიშვნელოვანი წილის მფლობელის და ბენეფიციარი მესაკუთრის ცნობა ნასამართლობის შესახებ სარეგისტრაციო განაცხადს უნდა დაერთოს დანართის სახით.“;

ზ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მე-7 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია აუდიტორული ფირმების საერთაშორისო ქსელში ფირმის წევრობის თაობაზე (არსებობის შემთხვევაში), ქსელის ვებგვერდის მითითებით. ამ პუნქტის მიზნებისთვის ქსელი განიმარტება, როგორც თანამშრომლობაზე დაფუძნებული ფართო ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელშიც გაერთიანებულია აუდიტორი ან აუდიტორული ფირმა და რომელიც ცალსახად ორიენტირებულია მოგებაზე ან ხარჯების განაწილებაზე ან არის საერთო საკუთრება, ექვემდებარება საერთო კონტროლს ან მართვას, იყენებს საერთო საფირმო სახელწოდებას ან პროფესიული რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს და აქვს საერთო ხარისხის მართვის პოლიტიკა, პროცედურები და ბიზნესსტრატეგია.“;

ზ.დ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მე-8 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია აუდიტორული და პროფესიული საქმიანობიდან (ბოლო 3 დასრულებული კალენდარული წლის განმავლობაში) მიღებული შემოსავლების თაობაზე (მათ შორის კონსოლიდირებული სახით, პროფესიული მომსახურების განმახორციელებელი შვილობილი კომპანიის არსებობის შემთხვევაში). ფირმის მიერ მიეთითება კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის„ვ.ა ქვეპუნქტით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და ამავე პუნქტის „ვ.ბ“, „ვ.გ“, „ვ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებებიდან (სხვა აუდიტორული საქმიანობიდან) მიღებული, სხვა პროფესიული მომსახურებიდან (საბუღალტრო, საგადასახადო, ფინანსური მენეჯმენტის სფეროში გაწეული მომსახურებიდან, ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურებიდან.“;

ზ.ე) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„ი) მე-9 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია აუდიტორულ ფირმაში თანამშრომელთა (მათ შორის, მომსახურების ხელშეკრულებით, განსაზღვრული პერიოდით აყვანილ პირთა) რაოდენობის თაობაზე. აღნიშნულ შემთხვევაში ველებში მიეთითება ინფორმაცია, თუ რამდენი თანამშრომელი ახორციელებს აუდიტორულ მომსახურებასა და პროფესიულ მომსახურებას, ასევე რამდენი თანამშრომელია დასაქმებული ადმინისტრაციაში.“;

ზ.ვ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მე-10 პუნქტში მიეთითება ფირმის მთავარი საკონტაქტო-წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის, განაცხადის შევსებაზე და განახლებაზე პასუხისმგებელი პირისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი, ელექტრონული ფოსტა).“.

თ) მე-10 მუხლის:

თ.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, მათი კანონიერების შესწავლის მიზნით სამსახურის მიერ გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში/ორგანოში ან/და სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, მათი კანონიერების შესწავლის მიზნით დაექვემდებარა მოკვლევის/მონიტორინგის ფარგლებში შემოწმებას.“;

თ.ბ) მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1 “ და 2" ქვეპუნქტები:

„ე1) მოკვლევის/მონიტორინგის ფარგლებში არ დადასტურდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონიერება.

2) იმ შემთხვევაში, თუ შერჩეული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგების საფუძველზე ვერ დასტურდება ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.“;

ი) მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თუ მიმდინარეობს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მოკვლევა/მონიტორინგი, რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ წარმოდგენილი განცხადების განხილვა შეჩერდება მოკვლევის/მონიტორინგის დასრულების ვადით.“;

კ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური ვალდებულია წერილობითი მიმართვის საფუძველზე გასცეს რეესტრში დაცული საჯარო ინფორმაცია. მართვის ავტომატური საშუალებით გაცემულ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალური ფორმით გაცემულს.“;

ლ) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: 

„11. აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული იურიდიული პირი ვალდებულია რეგისტრაციისას და მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურაში ცვლილების შეტანისას უზრუნველყოს სამსახურისთვის ამ იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისა და ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობების წარდგენა.“.

2. ბრძანების:

ა) მე-2 მუხლით დამტკიცებული „აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებულ ფიზიკურ პირთა სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) მე-3 მუხლით დამტკიცებული „აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებულ იურიდიულ პირთა სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებისა, „დ“ ქვეპუნქტის, „ზ.ბ“ ქვეპუნქტის და „ლ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ.ა“, „დ“, „ზ.ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე; 

ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. 


ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით მჭედლიძე