„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/11/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016763
56
29/11/2024
ვებგვერდი, 03/12/2024
010250050.35.137.016763
„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №56

2024 წლის 29 ნოემბერი

დაბა ადიგენი

 

„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის  წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/09/2022  010250050.35.137.016593), კერძოდ:

დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან.

 


ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი



დანართი

ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების, გრანტის მიმღები სტუდენტებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური დახმარების გაცემის წესი

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ფინანსური დახმარების – მერის სტიპენდიისა და მერის ჯილდოს გაცემის წესი და მიზანი

1. ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების, გრანტის მიმღები სტუდენტებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე, გრანტის მიმღებ სტუდენტებსა და წარჩინებულ კურსდამთავრებულზე მერის სტიპენდიისა და მერის ჯილდოს გაცემის წესს.

2. წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული წარმატებული სტუდენტების, გრანტის მიმღები სტუდენტების და წარჩინებული კურსდამთავრებულის წახალისება ფინანსური დახმარების გაცემის გზით.

3. ფინანსური დახმარების დაფინანსება ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უნივერსიტეტი – უნივერსიტეტი/სასწავლო უნივერსიტეტი, „უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) წარმატებული სტუდენტი – უნივერსიტეტის/სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელსაც არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი და სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს 91–100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);

გ) გრანტის მიმღები სტუდენტი – ბაკალავრის  სტუდენტი რომელსაც მოპოვებული აქვს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი (სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა);

გ) სკოლა – ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

დ) წარჩინებული კურსდამთავრებული – პირი, რომელსაც გადაეცემა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი ოქროს ან ვერცხლის მედალოსნის სერტიფიკატი;

ე) მერის სტიპენდია – წარმატებული სტუდენტისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისი პროგრამიდან სემესტრულად გაცემული ფინანსური დახმარება;

ვ) მერის ჯილდო – წარჩინებული კურსდამთავრებულისთვის/გრანტის მიმღებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისი  პროგრამიდან ერთჯერადად გაცემული ფინანსური დახმარება.

თავი II

ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები, ფინანსური დახმარების ოდენობა

მუხლი 3. წარმატებული სტუდენტების ფინანსური დახმარება

1. მერის სტიპენდია გაიცემა წარმატებულ სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სკოლაში უფიქსირდება ბოლო 3 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის სულ ცოტა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;

დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი;

ე) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91–100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);

2. მერის  სტიპენდია სემესტრში ერთჯერადად შეადგენს 500 ლარს.

3. მერის სტიპენდიის მისაღებად წარმატებულმა სტუდენტმა/ სტუდენტის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სტუდენტის/სტუდენტის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი,  ხოლო კანონიერი წამომადგენლის შემთხვევაში, არასრულწლოვანი სტუდენტის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სტუდენტის პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები, ხოლო არასრულწლოვანი სტუდენტის შემთხვევაში, კანონიერი წარმომადგენლის პირადი საბანკო რეკვიზიტები;

დ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სკოლაში ბოლო 3 წელი სწავლების პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;

ვ) ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან).

4. მერის სტიპენდიის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარუდგენლობის შემთხვევაში, ფინანსური დახმარების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებით ვადას - 10 სამუშაო დღეს. დამატებით ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის/არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში განმცხადებელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

მუხლი 4. გრანტის მიმღები სტუდენტების  ფინანსური დახმარება

1. მერის ჯილდო გაიცემა გრანტის მიმღებ სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) მოპოვებული აქვს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი (სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა;

ბ) არის საქართველოს მოქალაქე;

გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სკოლაში უფიქსირდება ბოლო 3 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის სულ ცოტა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

2. მერის ჯილდო სტუდენტზე, რომელიც მოიპოვებს 100%-იან სახელმწიფო სასწავლო გრანტს (სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა), გაიცემა ერთჯერადად 2500 ლარის ოდენობით.

3.  სტუდენტმა, რომელსაც მოპოვებული აქვს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი (სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა), მერის ჯილდოს მისაღებად  უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) გრანტის მიმღები სტუდენტის/კანონიერი წარმომადგენელის განცხადება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) გრანტის მიმღები სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი,  ხოლო კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში, არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ)გრანტის მიმღები სტუდენტის პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში, კანონიერი წარმომადგენლის პირადი საბანკო რეკვიზიტები;

დ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სკოლაში ბოლო 3 წელი სწავლების პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ცნობა სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესახებ;

ვ) რექტორის მიერ, უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ, გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი;

ზ) ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან).

4. მერის ჯილდოს მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარუდგენლობის შემთხვევაში, ფინანსური დახმარების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებით ვადას – 10 სამუშაო დღეს. დამატებით ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის/არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში განმცხადებელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

მუხლი 5. წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური დახმარება

1. მერის ჯილდო გაიცემა წარჩინებულ კურსდამთავრებულზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება ბოლო 3 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის სულ ცოტა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) გადაცემული აქვს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი ოქროს ან ვერცხლის მედალოსნის სერტიფიკატი.

2. მერის ჯილდოს ოდენობა წარჩინებულ კურსდამთავრებულზე, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატის მიხედვით, განისაზღვრება:

ა) ოქროს მედალოსნის დამადასტურებელი სერტიფიკატის შემთხევაში ერთჯერადად – 300 ლარის ოდენობით;

ბ) ვერცხლის მედალოსნის დამადასტურებელი სერტიფიკატის შემთხვევაში ერთჯერადად – 150 ლარის ოდენობით.

3. მერის ჯილდოს მისაღებად კურსდამთავრებულმა/ არასრულწლოვანი კურსდამთავრებულის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)კურსდამთავრებულის/არასრულწლოვანი კურსდამთავრებულის კანონიერი წარმომადგენელის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)კურსდამთავრებულის/არასრუწლოვანი კურსდამთავრებულის კანონიერი წარმომადგენელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, არასრულწლოვანი კურსდამთავრებულის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლთან ერთად;

გ)კურსდამთავრებულის/არასრულწლოვანი კურსდამთავრებულის კანონიერი წარმომადგენლის პირადი საბანკო რეკვიზიტები;

დ) კურსდამთავრებულის, ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სკოლაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) კურსდამთავრებულის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი ოქროს ან ვერცხლის მედალოსნის სერტიფიკატი ან/და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა;

ვ) კურსდამთავრებულის ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან).

4. მერის ჯილდოს მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარუდგენლობის შემთხვევაში, ფინანსური დახმარების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებით ვადას - 10 სამუშაო დღეს. დამატებით ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის/არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში განმცხადებელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

თავი III

პროგრამის ადმინისტრირება და ანგარიშსწორების წესი

მუხლი 6. ფინანსური ხელშეწყობის გაცემის ადმინისტრირება

1. წარმატებულ სტუდენტს, გრანტის მიმღებ სტუდენტსა და წარჩინებულ კურსდამთავრებულს ფინანსური დახმარება ჩაერიცხება წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ნომერზე.

2. მერის სტიპენდია გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით, წარმატებულ სტუდენტს მერის სტიპენდიის მოთხოვნის უფლება აქვს სალექციო კურსის წინა სემესტრის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის განმავლობაში.

3. მერის ჯილდო გრანტის მიმღებ სტუდენტს გადაეცემა ერთჯერადად, უნივერსიტეტში ჩარიცხვიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის განმავლობაში.

4. მერის ჯილდო წარჩინებულ კურსდამთავრებულს გადაეცემა ერთჯერადად, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის განმავლობაში.

5. ფინანსური დახმარების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური.

6. ფინანსური დახმარების გაცემა განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.