დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 20 ნოემბრის N07-3224325220 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/11/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.159.016013 |
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №69
2024 წლის 22 ნოემბერი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 20 ნოემბრის №07-3224325220 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 22 ნოემბრის სხდომის №13 ოქმის მე-5 საკითხის შესაბამისად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2024 წლის 21 ნოემბრის №32-3224326167 წერილით შემოსული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 20 ნოემბრის №07-3224325220 მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ საფუძველზე
1. ქალაქ მარნეულში არსებული სახელწოდების არმქონე უსახელო ქუჩის სახელდება განხორციელდეს დანართი №1-ისა და თანდართული სიტუაციური რუკის შესაბამისად.
2. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს შესაბამისი ქმედების განხორციელება განკარგულების პირველი პუნქტის აღსასრულებლად.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ბოლნისი, სულხან-საბას ქუჩა №113) მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მარნეულის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები