დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 18 |
დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/11/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.127.016482 |
|
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილების (ვებგვერდი, 28/12/2023 წ. სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.127.016460) 1-ლი მუხლის დანართი №1-ის 1-ლ, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-17 და მე-20 მუხლებში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„დანართი №1 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი თავი I მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 16323,1 ათასი ლარის ოდენობით ათასი ლარი
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 29582,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 23 934,8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 24906,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 971,2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათასი ლარი
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 20281,0 ათასი ლარი, მთლიანი სალდო -3653.8 ათასი ლარი. ათასი ლარი
თავი II მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები და ქვეპროგრამები მუხლი 17 1. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 1.2. სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურიდახმარებებით უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სოციალური პროგრამები მოიცავს: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები/რეგისტრირებული/ (მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული დევნილი) მოქალაქეებისათვის დახმარების ღონისძიებებს: ოჯახების განვითარების, ცხოვრების პირობების გაუმჯობესების, სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობის და პრევენციული ღონისძიებების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებების ერთობლიობას, აგრეთვე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული თავშესაფრების და მსგავსი გაერთიანებების მიმართ დახმარების ღონისძიებებს, სადაც მიმდინარეობს, მხოლოდ სოციალური ხასიათის მხარდამჭერი ღონისძიებებები და მასში გაერთიანებულია გარკვეული სოციალური სტატუსის მქონე პირთა ჯგუფი (სოციალურიჯგუფი). 1.2.1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების ფინანსური დახმარება (პროგრამულიკოდი 06 02 01) 1)ლეიკემიით, ჰემოფილიით და ჰომოზიგოტური B თალასემიით დაავადებულ ბენეფიციართა ფინანსური დახმარება განისაზღვროს 600 ლარით. 2) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბენეფიციარებს, რომელთა დიაგნოზია ცერებრალური დამბლა, აუტიზმი და დაუნის სინდრომი განესაზღვროთ დახმარება 600 ლარი. 3) 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარები, რომლებთაც მინიჭებული აქვთ შშმ პირის სტატუსი გარდა იმ პირებისა რომელთა დიაგნოზია ცერებრალური დამბლა, აუტიზმი და დაუნის სინდრომი, განესაზღვროთ დახმარება თითოეულს -200 ლარის ოდენობით. შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარები რომელთა დიაგნოზია ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა დახმარება ერთჯერადად 1 200 ლარი. 4) მარტოხელა ოჯახები (დედა, მამა) რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ბავშვი/ბავშვები დახმარება განისაზღვროს 200 ლარით. 5) მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) დახმარება განისაზღვროს 500 ლარი. 6) ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური კვლევა. დახმარების მაქსიმალური ზღვრული ოდენობა –200 ლარი 7) რადიოაქტიური იოდით მკურნალობა – 500 ლარი. 8) ონკოლოგიური ავადმყოფების დახმარება – 500 ლარი. წლის განმავლობაში ქიმიო და სხივური თერაპიით, მედიკამენტებით მკურნალობისათვის დამატებით 200 ლარი. 9) ოფთალმოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისათვის ავასტინის ინექცია/ინექცია მინისებურ სუბსტანციაში) ფინანსური დახმარება – 300 ლარი. 10) „განსაკუთრებულ შემთხვევებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებზე დახმარება“. ოჯახი/პირი დახმარება განისაზღვროს 100-დან არაუმეტეს 500 ლარი, წლიური ბიუჯეტი 345 600 ლარი. 11) ქვეპროგრამა: „გადაუდებელი საჭიროების“ პროგრამა. პროგრამა ითვალისწინებს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების გადაუდებელ მხარდაჭერას. დახმარება ერთ ოჯახზე არაუმეტეს 1000 ლარისა. 12) ქვეპროგრამა მოსახლეობისათვის მტაცებელი ცხოველებიდან მიყენებული ზარალის ანაზღაურება. ბიუჯეტი 20 000 ლარი. 13) ქვეპროგრამა: „სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საშეშე მერქნით დახმარება“ – ბიუჯეტი 90 000 ლარი. 14) ქვეპროგრამა: სააჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების დახმარება. ბიუჯეტი 23 700 ლარი (დელეგირება ) ქვეპროგრამის ხანგრძლივობა: პროგრამა ძალაშია 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 15.) ქვეპროგრამა; სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული ყოფილი მსჯავრდებულების ფინანსური დახმარების პროგრამა – ერთჯერადად 500 ლარი. 16) ქვეპროგრამა: რეინტეგრირებული ახალგაზრდების დახმარება ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადად სოციალურ დამარებას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, პროგრამის მიზანი და, მოსალოდნელი შედეგი: დაავადებულთა სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის ჩატარებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელშეწყობა. ოჯახების გაძლიერება. ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია. მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელშეწყობა. ოჯახების გაძლიერების ხელშეწყობა მათი მოწყვლადობის აღმოფხვრის მიზნით. პროგრამით ისარგებლებს 2500 – 3000 ბენეფიციარი. თავი III მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 20. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით. ათასი ლარი
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები