ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კიკეთში, გრიგოლ გიორგაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის სამსონ დადიანის სახელის მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 629
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/11/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016937
629
22/11/2024
ვებგვერდი, 02/12/2024
000000000.00.101.016937
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კიკეთში, გრიგოლ გიორგაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის სამსონ დადიანის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №629

2024 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კიკეთში, გრიგოლ გიორგაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის სამსონ დადიანის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. მთაწმინდის რაიონში, კიკეთში, გრიგოლ გიორგაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და ერთ შესახვევს მიენიჭოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის სამსონ დადიანის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე