დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/11/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.124.605847 |
|
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge, 24.01.2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.124.016280) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების მე-7 მუხლის (აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ფუნქცია-მოვალეობები): ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების, დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადების საკითხებში უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების, საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების საკონსულტაციო ორგანოების სხდომების მომზადებას; ბ) სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას; გ) ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებასა და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას; დ) საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში დახამარების გაწევას; ე) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან; ვ) სხვადასხვა დოკუმენტების, პროექტების, დასკვნების, მოხსენებითი ბარათების, სხვადასხვა შინაარსის აქტებისა და საქმისწარმოების მასალების უშუალო მომზადებასა და მათ შინაარსზე პასუხიმგებლობას“.“ ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებასა და კონტროლს; ბ) საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას; სოციალური საკითხების გადაწყვეტასა და საპენსიო საბუთების გაფორმებას წელთა ნამსახურობის მიხედვით; გ) აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნასა და რეზერვისტთა მიზნობრივ გამოყენების შესახებ წინადადებების წარდგენას საკრებულოს თავმჯდომარისადმი; დ) საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა კარიერული განვითარების მიზნით: მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე წინადადებების წარდგენას საკრებულოს თავმჯდომარისადმი; ე) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების კონტროლს; ვ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულისა და შესაბამისობის შემოწმებას; ზ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაყვანის, მობილობის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლისა და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას; თ) საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა შრომითი ხელშეკრულებების მომზადებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე; ი) საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; კ) საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეებზე კლასის მინიჭებისა და კანონით დადგენილი დანამატების განსაზღვრის საკითხების მომზადებას; ლ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს; საჯარო მოსამსახურეთა მიერ შეთავსებით სხვა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხების შესწავლას; მ) კონტროლს საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; ნ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებასა და აღრიცხვას; ო) საკონკურსო კომისიისათვის კონკურსის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას; პ) წინადადებების შემუშავებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯებთან დაკავშირებით; ჟ) ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში ( eHRMS) მუშაობასა და სათანადო მონაცემების შეტანას“.“ გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით: „5. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების კუთხით უზრუნველყოფს: ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას დოკუმენტბრუნვის მართვის საინფორმაციო სისტემაში (eDocument); გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას; ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას; ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას; ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; კ) საქმისწარმოებაში შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; ლ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; მ) უზრუნველყოფს საარქივო დოკუმენტაციის შენახვასა და დაცვას; დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პირველი კატეგორიის სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო მასალების მომზადებას; ბ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, მოსახლეობისათვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; გ) საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებების ორგანიზებას; დ) უზრუნველყოფს საკრებულოს საქმიანობის გაშუქებას; ე) საკრებულოსათვის, საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას; ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციების გავრცელებასა და აქტივობების შესახებ პრესრელიზების მომზადებას; ზ) საინფორმაციო საშუალებებში გასავრცელებლად ტექსტური და საკრებულოს თავმჯდომარის საჯარო გამოსვლებისათვის მასალების მომზადებას; თ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობასა და საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგების ხელშეწყობას; ი) მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტითა და საკრებულოს აპარატის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას“.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები