ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, იოსებ იმედაშვილის ქუჩის არეალის გავრცელების კორექტირების შესახებ

ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, იოსებ იმედაშვილის ქუჩის არეალის გავრცელების კორექტირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 633
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/11/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016929
633
22/11/2024
ვებგვერდი, 02/12/2024
000000000.00.101.016929
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, იოსებ იმედაშვილის ქუჩის არეალის გავრცელების კორექტირების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №633

2024 წლის  22  ნოემბერი 

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, იოსებ იმედაშვილის ქუჩის არეალის გავრცელების  კორექტირების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. საბურთალოს რაიონში, იოსებ იმედაშვილის ქუჩის მონაკვეთს და მასთან არსებულ უსახელო ქუჩას მიენიჭოს იოსებ იმედაშვილის სახელი,  თანდართული რუკის თანახმად.

2. გაუქმდეს იოსებ იმედაშვილის ქუჩის სახელწოდება №01.10.12.020.001 საკადასტრო ერთეულის რეგისტრირებულ საზღვრების არეალში გამავალ ტერიტორიაზე.

3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

4. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე