„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 386
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/11/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017878
386
28/11/2024
ვებგვერდი, 29/11/2024
200090000.22.033.017878
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №386

2024 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 771 მუხლის:

ა) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ მიწოდებულ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასსა და საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასს შორის არაუმეტეს 2-პროცენტიანი სხვაობის  არსებობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიყენება საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ წარმოდგენილი მონაცემები.

7. თუ საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ  საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებულ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასსა და შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ფასის შესახებ მონაცემებს შორის სხვაობა  აღემატება 2 პროცენტს, გამოიყენება შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი.“;

ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. ახალი დასახელების/ქვედასახელების თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო ქსელში საცალო რეალიზაციის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვის განმავლობაში საგადასახადო ორგანო ვალდებულია დამოუკიდებლად, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის საფუძველზე, განსაზღვროს  საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი და, თუ ამ საქონელზე დადგენილ საცალო სარეალიზაციო ფასსა და მის მიერ განსაზღვრულ ფასს შორის სხვაობა 2%-ზე მეტია,  წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრს, აღნიშნულ საქონელზე ახალი საცალო სარეალიზაციო ფასის  დადგენის მიზნით.“.

2. 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 72-ე - 74-ე პუნქტები:

„72. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის მწარმოებელი/იმპორტიორი უფლებამოსილია, 2025 წლის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნებისათვის, არაუგვიანეს 2024 წლის 5 დეკემბრისა შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ წარმოებული/იმპორტირებული საქონლის დასახელების/ქვედასახელების და თითოეული მათგანის სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ. ამასთან, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური ხელმძღვანელობს მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ ამ ინსტრუქციის 771 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში წარდგენილი ინფორმაციით.

73. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, 2025 წლის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნებისათვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრს არაუგვიანეს 2024 წლის 15 დეკემბრისა წარუდგინოს ინფორმაცია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე  საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 და  2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის დასახელებისა და მათი საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ, ამ ინსტრუქციის 771 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ მიწოდებულ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასსა და საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასს შორის 2%-იანი სხვაობის გათვალისწინებით.

74. 2025 წლის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით არაუგვიანეს 2024 წლის 20 დეკემბრისა და გამოიყენება 2025 წლის 1 იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილაშა ხუციშვილი