დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 30 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 28/11/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 400020010.16.009.016714 |
|
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
მუხლი 1 |
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილების (სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ. 1748, სარეგისტრაციო კოდი: 400.020.010.16.009.012.444) პირველი პუნქტით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“: ა) მე-3 მუხლის 72 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 73-74 პუნქტები: „73. წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე დასაბუთებული პასუხი გაგზავნილად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ განმცხადებელს სააბონენტო ბარათზე და განაცხადზე მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე გაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება დასაბუთებული პასუხის წერილის ბმულით. 74. ამ მუხლის 73 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატის წარმომადგენლის მიერ სათანადოდ გაფორმებული და ხელმოწერილი წერილი (დოკუმენტი), მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს 3 (სამი) წლის განმავლობაში და მისი გადმოწერა შესაძლებელი უნდა იყოს PDF ან/და JPG ფორმატში. აღნიშნულ ბმულზე არსებული დოკუმენტის რედაქტირება დაუშვებელია. ამასთან, შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატმა მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ბმულზე განთავსებული წერილი (დოკუმენტი) განმცხადებელს ასევე უნდა მიაწოდოს მატერიალური ან სხვა მოთხოვნილი ფორმით ან/და საშუალებით.“; ბ) მე-18 მუხლის 43 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 44 პუნქტი: „44. როდესაც წყალმომარაგების სისტემასთან ინდივიდუალურად მიერთებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში უძრავი ქონების გაყოფისას ადგილი აქვს გამოყოფილი უძრავი ქონების წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების ისეთ მოთხოვნას, რომელიც არ იწვევს ამ მრავალბინიანი სახლის წყალმომარაგების სისტემის გაძლიერება-რეკონსტრუქციას, ასეთ შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ უნდა მოხდეს ახალი ტექნიკური პირობის გაცემა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობა (სრული ტექნოლოგიური ციკლით უზრუნველყოფა). ამასთან, ახალი მომხმარებლის სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურება და წყალმომარაგების სისტემასთან მიერთება ხორციელდება შემდეგნაირად: ა) თუ გამოყოფილი უძრავი ქონების მესაკუთრე ითხოვს წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებას, ახალი მიერთება უნდა შესრულდეს იმ ვადაში და ახალმა მომხმარებელმა სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებისთვის უნდა გადაიხადოს ის საფასური, რაც მოცემულია წესების დანართი №4-ის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებაზე (შეთავაზებული პაკეტის მიხედვით); ბ) იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი მიერთება არ საჭიროებს წყალმომარაგების სისტემის მოწყობას, ან/და სხვა მოწყობილობების შეძენას, მშენებლობას ან/და დამონტაჟებას, მათ შორის, მრიცხველის მოწყობას, ასევე წესების მე-6 მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახალი მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდა არ ხდება და მიერთების მსურველი მომხმარებლად უნდა დარეგისტრირდეს და მისი ობიექტის წყალმომარაგების მომსახურება უნდა დაიწყოს, შესაბამისი განაცხადით მიმართვიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა.“; გ) 181 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით ასევე უნდა ეცნობოს ინფორმაცია: განაცხადის შესრულების ბოლო ვადის და აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში კომპენსაციის დარიცხვის ვალდებულების შესახებ.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები