„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 4 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 4 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 26/11/2024
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 010320020.32.057.016402
12
26/11/2024
ვებგვერდი, 29/11/2024
010320020.32.057.016402
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 4 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №12

2024 წლის 26 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 4 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტ-როს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 4 აპრილის №7 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების (www.matsne.gov.ge, 06/04/2017, 010320020.32.057.016242) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სამინისტროს ხელმძღვანელობა

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა დაწესებულებების მართვასა და კოორდინაციას.

2. მინისტრს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

3. მინისტრი:

ა) წარმართავს სამინისტროს საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტ­როს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;

გ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს სტრუქტუ­რული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობაზე;

დ) კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილეს, სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილეს, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს, დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს, დასანიშნად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელისა და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას – სამინისტროსა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის კანდიდატურებს;

ე) ითანხმებს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო ნუსხებს;

ვ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებსა და სტრუქტურას, ხოლო სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებასა და სტრუქტურას, სამინისტროსა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებასა და სტრუქტურას დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;

ზ) უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუა­ლურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) წარმოადგენს სამინისტროს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ი) მონაწილეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომების მუშაობაში;

კ) ამტკიცებს სამინისტროს შინაგანაწესს;

ლ) კანონით დადგენილი წესით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვ­ნებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისადმი;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

ნ) ანაწილებს ფუნქციებს მოადგილეებსა და სხვა თანამდებობის პირებს შორის;

ო) წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;

პ) ასრულებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებ­ლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. მინისტრს ჰყავს 5 მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე. მინისტრის მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

5. მინისტრის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ სამინისტროს ცალკეული სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის საქმიანობას, ასრულებენ მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.

6. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.

7. მინისტრის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლო­ბისას ან მინისტრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მინისტრის მოვალეობას ასრულებს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან მინისტრის პირველი მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მინისტრის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ წინასწარ განსაზღვრული მისი ერთ-ერთი მოადგილე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 დეკემბრიდან.

 


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე