,,ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 26/11/2024
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 040090000.32.057.016398
8
26/11/2024
ვებგვერდი, 27/11/2024
040090000.32.057.016398
,,ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №8

2024 წლის 26 ნოემბერი

ქ. ბათუმი

,,ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდე­ბულებე­ბის შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილებაში (სსმ, 06/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040090000.32.057.016331) და დადგენილების მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ინვესტორები, რომლებიც ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გოდერძის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრულ არეალში ახორციელებენ საინვესტიციო პროექტებს და 2025 წლის 1 მარტამდე მიმართავენ სამინისტროს პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის ან/და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით და უზრუნველყოფენ არსებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელებას წინამდებარე წესის შესაბამისად, სამინისტროს/მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველ­ზე სამინისტროსთან გაფორმებული ოქმით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების (გარდა საპრივატიზებო/ სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისა) შესასრულებლად მიეცემათ დამატებით 12 თვის ვადა, სრულად გათავისუფლდებიან დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლო­საგან, არ წარმოეშობათ ახალი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება (უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის არსებობისას მისი მოქმედების ვადა უნდა გაგრძელდეს შესაბამისი ვადით) და სამინისტროს მიერ არ იქნება გამოთხოვილი წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. ამასთან, ამ პუნქტით განსაზღვრული შეღავათი არ ვრცელდება იმ ინვესტორებზე, რომლებსაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე ჰქონდათ შეუსრულებელი ვალდებულება სამინისტროს წინაშე.“.

2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე