„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 199/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 02/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160080.22.022.018618
199/ნ
02/12/2024
ვებგვერდი, 03/12/2024
300160080.22.022.018618
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №199/ნ

2024 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების (სსმ III, 01.10.2010, №126, მუხ.1839) პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ (დანართი №1):

ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ცენტრში წარდგენილი უნდა იქნეს საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი და ქართულ ენაზე განხორციელებული სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღების ფორმაზე (უმაღლესი განათლების მიღების ფორმის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება უცხოეთში აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის ფარგლებში მიღებულ და 2005 წლამდე უცხოეთში მიღებულ განათლებაზე). გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, შესაძლებელია წარდგენილ იქნეს უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღების ფორმის თაობაზე საქართველოში მოქმედი იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ინფორმაცია, რომელთან თანამშრომლობითაც ხორციელდება გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა. ხოლო, უცხოეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დოკუმენტის ნაცვლად, განცხადებას დაურთოს მის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტ(ებ)ი ან/და მიუთითოს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.“;

ბ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. უმაღლესი განათლების მიღების ფორმის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე