,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2023 წლის 21 ივლისის №01/25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2023 წლის 21 ივლისის №01/25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01/76
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 21/11/2024
დოკუმენტის ტიპი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 190040000.33.062.016143
01/76
21/11/2024
ვებგვერდი, 26/11/2024
190040000.33.062.016143
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2023 წლის 21 ივლისის №01/25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის

ბრძანება №01/76

2024 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2023 წლის 21 ივლისის №01/25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ

მუხლი 1
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის  2023 წლის 21 ივლისის №01/25 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/07/2023; 190040000.33.062.016135) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 

  1.    ბრძანებით დამტკიცებული დანართი 1-ის:

ა)  მე-3 მუხლის:

ა.ა) მე-8 პუნქტის ,,ბ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:     

,,ბ) საერთაშორისო, ან დონორი ორგანიზაციებიდან პირობით, ხელშეკრულების საფუძველზე მიზნობრივი ფულადი გრანტების მიღების შემთხვევაში, გრანტის მიმღების მიერ აღიარდება ვალდებულებად და მიეკუთვნება „მოკლევადიანი (მიმდინარე) ავანსად მიღებული გრანტებით და სხვა არაგაცვლითი ოპერაციებით შემოსავლების“ – №2-15-1220 ანგარიშის კრედიტს, „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დავალიანებები ხაზინის მიმართ“ – №1-13-1200 ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით.“;

ა.ბ)  მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. გრანტის თანხების შემოსავლად აღიარების საფუძველია შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენა დონორის წინაშე თანხის მიზნობრივად ხარჯვაზე. შემოსავალი მიეკუთვნება „ფულადი ფორმით მიღებული კაპიტალური გრანტების“ – №4-31-2000 ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიშების კრედიტს, „მოკლევადიანი (მიმდინარე) ავანსად მიღებული გრანტებით და სხვა არაგაცვლითი ოპერაციებით შემოსავლების“ – №2-15-1220 ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით. პირობის არარსებობის შემთხვევაში პირდაპირ აღიარდება შემოსავალი „ფულადი ფორმით მიღებული კაპიტალური გრანტების“ №4-31-2000 ანგარიშის კრედიტში. გრანტის თანხები ექვემდებარება ჩართვას ერთეულის ასიგნებებში და ამ გზით განხორციელდება მათი ხარჯვა როგორც  შიდა კაპიტალური  ტრანსფერები.  ფინანსური ანგარიშგების შედგენის დროს, შემოსავლები და ხარჯები ექვემდებარება ელიმინირებას  (ამოთიშვას).“;

ა. გ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,16. ადმინისტრირებად შემოსავალს მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი. აღნიშნული შემოსავლის აღიარების საფუძველია რესპუბლიკურ ბიუჯეტში თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და შემოსავალი მიეკუთვნება „ადმინისტრაციული მოსაკრებლების და გადასახდელების სახით მიღებული შემოსავლების“ – №4-42-2000 ანგარიშის კრედიტს, „საბიუჯეტო ორგანიზაციების სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ“ – №1-13-6000 ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით.

ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დარიცხვა გატარდება:

დ – 5-52-1000 – „შემოსავლების ამკრეფი ერთეულების მიერ ხაზინისთვის გაწეული მიმდინარე ტრანსფერებით ხარჯები“.

კ – 2-13-1200 – „ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან“.

ბიუჯეტში თანხის გადარიცხვა გატარდება:

დ – 2-13-1200 – „ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან“.

კ – 1-13-6000 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ“.“;

ბ) მე-5 მუხლის   შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

,,51. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შედგენის პროცესში, მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების აგრეგირებულ მონაცემებს ემატება სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტის მიერ რესპუბლიკური ბიუჯეტის   საკასო შემოსავლები და საკასო ხარჯები, რომლებიც კონსოლიდაციის პროცესში ექვემდებარებიან ელიმინირებას (ამოთიშვას).“;

გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უიმედო ვალებად აღიარებული მოთხოვნები და დებიტორული დავალიანებები საინვენტარიზაციო კომისიის მიერ  ექვემდებარება ბალანსიდან ამოღებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-10 პუნქტში მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, ამავე მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე მომზადებული დასკვნის შესაბამისად და იგი მიეკუთვნება „საეჭვო/უიმედო დებიტორული დავალიანებების და წინასწარი გადახდების ხარჯების“ – №5-91-0000 ნომინალურ ანგარიშის დებეტს და 5 წლის განმავლობაში ექვემდებარება ასახვას ბალანსის საცნობარო მუხლში – „გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანებები“, დებიტორების რეკვიზიტებისა და თანხების მითითებით, ხოლო №5-91-0000 ანგარიში საქმიანობის სახეების მიხედვით, ექვემდებარება გადახურვას საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტის ანგარიშებზე.“;

დ) მე-12 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საანგარიშო წელს და წინა პერიოდებში წარმოქმნილი და დაუფარავი ყველა სახის კრედიტორული დავალიანება, რომელთა დაფარვის ალბათობა ნულის ტოლია, ექვემდებარება უიმედო ვალად აღიარებას და ბალანსიდან ამოღებას საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-10 პუნქტში მოცემული გარემოებების შესაბამისად, მე-11 პუნქტის საფუძველზე მომზადებული დასკვნით, მიეკუთვნება „სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან მიღებული შემოსავლების“ – №4-90-0000 ნომინალური ანგარიშის კრედიტს და ექვემდებარება ასახვას ბალანსის საცნობარო მუხლში – „ვადაგადაცილებული დავალიანებები. №4-90-0000 ანგარიში პერიოდის ბოლოს ექვემდებარება გადახურვას საქმიანობის სახეების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტის ანგარიშებზე.“;

დ.ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31 განსაკუთრებულ შემთხვევებში    კომპენსაციების, დავალიანებების (მათ შორის: სასამართლოს გადაწყვეტილება) და მიმდინარე რეორგანიზაციის ხარჯების ფონდიდან საინკასო დავალებით ვალდებულების თანხების დაფარვის დროს, ვალდებულების აღიარება წარმოებს კონკრეტული საბიუჯეტო ერთეულის მიერ და მიეკუთვნება „მიმდინარე ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები გაცვლითი ოპერაციებით“ – N5-73-1100 ანგარიშის დებეტს, შესაბამისი ვალდებულებების ამსახველი ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით. წარმოქმნილი ვალდებულება კლასიფიცირდება როგორც „კორექტირებები კაპიტალის სხვა ცვლილებების შედეგად საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის“ და მიეკუთვნება   N3-22-4100 ანგარიშის კრედიტს, შესაბამისი ვალდებულებების ამსახველი ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით.

ვალდებულების აღიარება სამინისტროს მიერ წარმოებს „კორექტირებები კაპიტალის   სხვა ცვლილებების შედეგად საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის“   N3-22-4100 ანგარიშის დებეტში, შესაბამისი ვალდებულებების ამსახველი ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.

ვალდებულების დაფარვის მიზნით დაფინანსების მიღება მიეკუთვნება „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში“ – N1-13-1210 ანგარიშის დებეტს, „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ხაზინიდან მიღებული მიმდინარე ტრანსფერების“ – N4-52-2000 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.

დავალიანების დაფარვის დროს დებეტდება შესაბამისი ვალდებულებების ამსახველი ანგარიში, „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში“ – N1-13-1210 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.“;

ე) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საინვენტარიზაციო კომისია ახდენს აქტივების სასარგებლო მომსახურების ვადის გადახედვას და რეკომენდაციების შემუშავებას მის გაზრდაზე ან შემცირებაზე. ასევე ვადის დადგენას იმ აქტივებზე, რომლებზეც ვერ ხერხდება ვადის განსაზღვრა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“  ინსტრუქციის შესაბამისად.“;

ვ) მე-19 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის  მე-5 მუხლის მე-11 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საინვენტარიზაციო კომისია ახდენს ისეთი ძირითადი აქტივების გამოვლენას, რომელთაც ორგანიზაციისათვის არ მოაქვთ ეკონომიკური სარგებელი და განსაზღვრავს შემდგომ ღონისძიებებს ამ აქტივებთან მიმართებაში. სრულად გაცვეთილი (ამორტიზებული) და შემდგომი ექსპლოატაციისათვის გამოუსადეგარი ძირითადი აქტივები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოწერამდე, პირვანდელი ღირებულებით ექვემდებარება ასახვას ბალანსის საცნობარო მუხლში „ამორტიზებული ძირითადი აქტივები“.“;

ვ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სსბასს 21-ის „ფულადი სახსრების არწარმომქმნელი აქტივების გაუფასურების“ შესაბამისად, როდესაც სახეზეა ძირითადი აქტივის გამოყენების ეკონომიკური მაჩვენებლების არსებითი გაუარესება (ფიზიკური დაზიანების ან სხვა მოვლენების გამო), საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საინვენტარიზაციო კომისია ახორციელებს ძირითადი აქტივების ფიზიკური მდგომარეობის შემოწმებას და ადგენს შესაძლო გაუფასურებას. ასეთი აქტივი ექვემდებარება შეზღუდული სასარგებლო მომსახურების აქტივად კლასიფიცირებას. აქტივი გაუფასურებულად ითვლება, თუ გაყიდვის დანახარჯებით შემცირებული სამართლიანი (ნეტო სარეალიზაციო) ღირებულება, ან მისი გამოყენების ღირებულება (ძირითადი აქტივის დარჩენილი მომსახურების პოტენციალის დღევანდელი ღირებულება) მეტია ძირითადი აქტივის საბალანსო ღირებულებაზე.“;

ზ) 34-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. კონსოლიდაცია წარმოებს ფინანსური ანგარიშგების ელემენტების ნაშთების დაჯამებით. კონსოლიდაციას დაქვემდებარებული სუბიექტების შიდა ოპერაციები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებებით განხორციელებული ოპერაციები ექვემდებარება გადაფარვას, ხოლო შემოსავლები და ხარჯები   ელიმინირებას (ამოთიშვას). კონსოლიდაციის პროცესში ელიმინირებას (ამოთიშვას) ექვემდებარება, როგორც გაცვლითი, ასევე არაგაცვლითი ოპერაციებით განხორციელებული ტრანსფერები:

ა) მიმღები საბიუჯეტო ერთეულის მიერ: აქტივების მიღებით აღიარებული შემოსავლები და ვალდებულების აღებით აღიარებული ხარჯები გაცვლითი და არაგაცვლითი ოპერაციებიდან;

ბ) გამცემი საბიუჯეტო ერთეულების მიერ: აქტივების გაცემით აღიარებული ხარჯები და ვალდებულებების გადაცემით აღიარებული შემოსავლები გაცვლითი და არაგაცვლითი ოპერაციებიდან.“;

თ)  35-ე მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ერთეულების დაქვემდებარების ცვლილების შემთხვევაში ერთეულის ფინანსური ანგარიშგება აგრეგირდება იმ მაკონტროლებლის ნაერთ ფინანსურ ანგარიშგებაში, ვის დაქვემდებარებაშიც მოექცა მოცემული ერთეული. კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებებში ანგარიშებზე ნაშთების ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ექვემდებარება გამჟღავნებას ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში როგორც გადამცემი, ასევე მიმღები მაკონტროლებლის მიერ.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის  სამუშაო ანგარიშთა გეგმის“ (დანართი 2) ,,აქტივების“ ნაწილში   ,,ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტების“    მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ანგარიში №1-11-2122 – „ავტონომიური რესპუბლიკების არასაბიუჯეტო (საკუთარი) ფულადი სახსრები ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში“.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრილაშა დოლბაძე