დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ბათუმში, გარკვეულ ტერიტორიებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.132.016673 |
62
25/11/2024
ვებგვერდი, 27/11/2024
010250050.35.132.016673
ქალაქ ბათუმში, გარკვეულ ტერიტორიებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 03 ივნისის №
260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქალაქ ბათუმში, ჟიული შარტავას ქ. №
21; 21ა; 23; 25; გენერალ ასლან აბაშიძის ქ. №
16გ; 16დ; ბაგრატიონის ქ. №
133ა-ში და გარკვეულ ტერიტორიებზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კN05.06.01.005; 05.26.01.106; 05.26.01.018; 05.26.01.051; 05.26.01.070; 05.26.01.072; 05.26.01.08, №
05.26.01.097 და ორი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი) დამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა, თანახმად დანართისა. |
| მუხლი 2 |
კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზღვროს საპროექტო მიწის ნაკვეთებზე – ქ. ბათუმში, ჟიული შარტავას ქ. №
21; 21ა; 23; 25; გენერალ ასლან აბაშიძის ქ. №
16გ; 16დ; ბაგრატიონის ქ. №
133ა-ში (ს/კ 05.06.01.005; 05.26.01.081; 05.26.01.051; 05.26.01.106; 05.26.01.072; 05.26.01.018; 05.26.01.070 და ერთი დაურეგისტრირებელი) დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებული პროქტის მიხედვით გადამეტებული) კ 1/2 მაჩვენებლის 10%-ის ოდენობით საცხოვრებელი ფართობით ან იმავე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით. |
| მუხლი 3 |
განემარტოს შპს „მტზ - კომპანის“ (ს/N 445525478), რომ იგი ვალდებულია არქიტექტურული პროექტის შედგენისას გაითვალსწინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2024 წლის 21 ნოემბრის №
01-01-10/9953 წერილით დადგენილი მოთხოვნები. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები