ქალაქ ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ N05.30.20.013) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ N05.30.20.013) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016674
61
25/11/2024
ვებგვერდი, 27/11/2024
010250050.35.132.016674
ქალაქ ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ N05.30.20.013) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №61

2024 წლის 25 ნოემბერი

ქ. ბათუმი

ქალაქ ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ N05.30.20.013)

განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 03 ივნისის  260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე მდებარე  მიწის ნაკვეთზე (ს/კ N05.30.20.013)   დამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზღვროს საპროექტო მიწის ნაკვეთზე – ქ. ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე (ს/კ  05.30.20.013) დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებული პროქტის მიხედვით გადამეტებული) კ 1/2 მაჩვენებლის 10%-ს ოდენობით საცხოვრებელი ფართობით ან იმავე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი თავდგირიძე