დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ბათუმში, ადლიის ქ. N59-ში და ადლიის III ჩიხი N1-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ N05.32.03.296, N05.32.03.553, N05.32.03.515) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.132.016680 |
60
25/11/2024
ვებგვერდი, 29/11/2024
010250050.35.132.016680
ქალაქ ბათუმში, ადლიის ქ. N59-ში და ადლიის III ჩიხი N1-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ N05.32.03.296, N05.32.03.553, N05.32.03.515) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
|
ქალაქ ბათუმში, ადლიის ქ. №59-ში და ადლიის III ჩიხი №1-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ №05.32.03.296, №05.32.03.553, №05.32.03.515) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესი“-ს მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქალაქ ბათუმში, ადლიის ქ. №59-ში და ადლიის III ჩიხი №1-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ №05.32.03.296, №05.32.03.553, №05.32.03.515) დამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა, თანახმად დანართისა. |
| მუხლი 2 |
კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზღვროს საპროექტო მიწის ნაკვეთებზე – ქ. ბათუმში, ადლიის ქუჩა №59 (ს/კ №05.32.03.296, 05.32.03.553) დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებული პროქტის მიხედვით გადამეტებული) კ 1/2 მაჩვენებლის 10%-ის ოდენობით საცხოვრებელი ფართობით ან იმავე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები