დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.132.016677 |
|
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის №38 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 17/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.132.016386) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის“:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-2 მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარის მე-2 პუნქტი: „2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია სარეზერვო ფონდიდან განახორციელოს ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი სხვა ისეთი ხარჯების დაფინანსება, რომელიც კანონით აკრძალული არ არის, მათ შორის ღონისძიებები, როცა რეაგირების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ხარჯები, როდესაც საფრთხე ექმნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან საქართველოს კანონმდებლობით დაცულ სხვა სიკეთეს.“. 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) 7000 (შვიდი ათასი) ლარზე მეტი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში, დაზარალებულ ოჯახებზე დახმარების საკითხი განსახილველად ეგზავნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები