დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სს თელასის" საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლის მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ" სემეკის 2005 წლის 30 სექტემბრის №21 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 16/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 23/02/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.290.000.16.009.008.188 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.290.000.16.009.008.188
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №9
2006 წლის 16 თებერვალი
ქ. თბილისი
,,სს ,,თელასის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” სემეკის 2005 წლის 30 სექტემბრის №21 დადგენილებაში და ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-მუხლის, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 28-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე კომისია ადგენს:
მუხლი 1. ,,სს ,,თელასის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” 2005 წლის 30 სექტემბრის №21 და-დგენილებაში (სსმ III, 10.10.2005 წ., №118) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 13.
სს ,,თელასმა“ 2006 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს საერთო მოხმარების მრიცხველების დაყენება და მათზე მომხმარებელთა მიერთება, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პრინციპის შესაბამისად.“.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე გ. თავაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები