დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 393 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/11/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.024788 |
|
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№4298-XIVმს-Xმპ; 27/06/2024) შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №185 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/07/2013, 040030000.10.003.017352) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის:
1. პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახედ განისაზღვროს უნივერსიტეტი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწოდოს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი.“. 2. მე-2 − მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 220407888) სამართალმემკვიდრედ. 3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. 5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები