დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 22/11/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080240000.79.092.016024 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/11/2024 - 31/03/2025)
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.79.092.016009) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით სამსახურში შექმნილია შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: ა) სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი; ბ) პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი; გ )ადმინისტრაციული დეპარტამენტი; დ) იურიდიული დეპარტამენტი; ე) გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტი; ვ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი; ზ) ეკონომიკური დეპარტამენტი; თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი; ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; კ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი); ლ) მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო. მ) ოპერატიული სამმართველო.“. 2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი 1. სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) აღმოსავლეთ საქართველოს I სამმართველო; ბ) აღმოსავლეთ საქართველოს II სამმართველო; გ) ქვემო ქართლის სამმართველო; დ) კახეთის სამმართველო; ე) დასავლეთ საქართველოს სამმართველო; ვ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო; ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო. 2. სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის კახეთის, დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის სამმართველოების ამოცანაა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულთა გამოძიება. 3. სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს I და აღმოსავლეთ საქართველოს II სამმართველოების ამოცანაა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულთა გამოძიება, გარდა ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ დანაშაულებისა, რომელთა გამოძიებაც მიეკუთვნება პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა დეპარტამენტის კომპეტენციას. 4. სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ, კომპეტენციას მიკუთვნებულ, დანაშაულებზე სრული მოცულობით გამოძიების ჩატარება; ბ) „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ, კომპეტენციას მიკუთვნებულ, დანაშაულებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის განხორციელება; გ) კომპეტენციის ფარგლებში სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა; დ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურისა და სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების პროცესში მონაწილეობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო აქტივობებისა და ტრენინგების ჩატარების შესახებ წინადადებების ინიცირება, ასევე მათი ჩატარება ან განხორციელებაში მონაწილეობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში მიზნობრივი ჯგუფებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით წინადადებების ინიცირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ზ) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; თ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტისთვის მიწოდება; ი) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება; კ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე; ლ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა; მ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება; ნ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან; ბ) საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ტექნიკური აღჭურვილობა/საშუალებები ან/და სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც/რომლებიც ეკუთვნის სხვა სახელმწიფო ორგანოს, გარდა იმ უწყებისა, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზეც აწარმოებს იგი გამოძიებას. ამ უწყების ტექნიკურ აღჭურვილობას/საშუალებებს ან/და სატრანსპორტო საშუალებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იყენებს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას, ამავე უწყებასთან შეთანხმების საფუძველზე; გ) გამოიყენოს კვლევის სპეციფიკური საშუალებები და მეთოდები დანაშაულის სხვადასხვა სახის კვალთა, საგნის და ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდგომი გამოკვლევის მიზნით; დ) განახორციელოს პირის დაქტილოსკოპირება, ფოტო- და ვიდეოგადაღება, გენეტიკური დაქტილოსკოპირება, ოდოროლოგიური კვალისა და სხვა ნიმუშების აღება; ე) მიმართოს სხვა სახელმწიფო უწყებებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალურ კვლევების ჩატარების მიზნით; ვ) მოიპოვოს, დაამუშაოს და გააანალიზოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შექმნას საინფორმაციო სისტემები; ზ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის. 6. სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტში შემავალი აღმოსავლეთ საქართველოს I სამმართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს II სამმართველოს, კახეთის სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოსა და ქვემო ქართლის სამმართველოების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.“. 3. დაემატოს შემდეგი რედაქციის 91 მუხლი: „მუხლი 91. პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი 1. პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საგამოძიებო სამმართველო. 2. პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის ამოცანაა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იმ დანაშაულთა გამოძიება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 1571, 158-ე და 159-ე მუხლებით. 3. პირადი ცხოვრების ხელყოფის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ, კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულებზე სრული მოცულობით გამოძიების ჩატარება; ბ) „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ, კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის განხორციელება; გ) პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის საქმეთა გამოძიების პროცესში ერთგვაროვანი მიდგომების დამკვიდრების მიზნით პრაქტიკის დამდგენი მიდგომების განვითარება, მეთოდიკური მითითებების შემუშავება და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფისთვის გაზიარება; დ) პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის საქმეთა გამოძიების პროცესში გამოკვეთილი გარემოებების ანალიზი პრევენციული მიდგომების განვითარებისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით; ე) კომპეტენციის ფარგლებში პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურისა და პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების პროცესში მონაწილეობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო აქტივობებისა და ტრენინგების ჩატარების შესახებ წინადადებების ინიცირება, ასევე მათი ჩატარება ან განხორციელებაში მონაწილეობა; თ) კომპეტენციის ფარგლებში მიზნობრივი ჯგუფებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით წინადადებების ინიცირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ი) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; კ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტისთვის მიწოდება; ლ) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება; მ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე; ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა; ო) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება; პ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან; ბ) საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ტექნიკური აღჭურვილობა/საშუალებები ან/და სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც/რომლებიც ეკუთვნის სხვა სახელმწიფო ორგანოს, გარდა იმ უწყებისა, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზეც აწარმოებს იგი გამოძიებას. ამ უწყების ტექნიკურ აღჭურვილობას/საშუალებებს ან/და სატრანსპორტო საშუალებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იყენებს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას, ამავე უწყებასთან შეთანხმების საფუძველზე; გ) გამოიყენოს კვლევის სპეციფიკური საშუალებები და მეთოდები დანაშაულის სხვადასხვა სახის კვალთა, საგნის და ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდგომი გამოკვლევის მიზნით; დ) განახორციელოს პირის დაქტილოსკოპირება, ფოტო- და ვიდეოგადაღება, გენეტიკური დაქტილოსკოპირება, ოდოროლოგიური კვალისა და სხვა ნიმუშების აღება; ე) მიმართოს სხვა სახელმწიფო უწყებებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალურ კვლევების ჩატარების მიზნით; ვ) მოიპოვოს, დაამუშაოს და გააანალიზოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შექმნას საინფორმაციო სისტემები; ზ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის. 5. პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.“. 4. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი 1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სამსახურის საქმიანობაში თანამედროვე ინფორმაციული სისტემების დანერგვა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებით სამსახურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბ) სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა. 2. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამსახურის ინფორმაციული სისტემების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ტექნიკური მონიტორინგი და ადმინისტრირება; ბ) სამსახურში არსებული კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა; გ) სამსახურის კომპიუტერული ტექნიკისა და ინფორმაციული სისტემების დანერგვის, რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის საკითხების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება; დ) ახალი ინფორმაციული სისტემების ინიცირება, საჭირო კრიტერიუმებისა და სათანადო ტექნიკური დავალებების შემუშავება, მათი შექმნა, დანერგვა და შემდგომი მხარდაჭერა; ე) სამსახურის სხვა დეპარტამენტებისთვის კონსულტაციისა და დახმარების გაწევა დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით; ვ) გამოძიების პროცესში ელექტრონული მტკიცებულებების ამოღებისას და დამუშავებისას საგამოძიებო დანაყოფის მხარდაჭერა, კომპეტენციის ფარგლებში; ზ) თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებაში სამსახურის პერსონალის ხელშეწყობა შესაბამისი ტრენინგებით უზრუნველყოფისა და სახელმძღვანელო-საცნობარო მასალების მოპოვება-მომზადების გზით; თ) „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების ტექნიკური და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა; ი) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკისა და მისი დანერგვის სამოქმედო გეგმის შემუშავება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ასევე ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვის პროცესში მონაწილეობა და პერიოდული ანგარიშის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის/კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისათვის/მოადგილისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა; კ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტების შემუშავება, მათი დანერგვის პროცესში მონაწილეობა, რეკომენდაციების მომზადება და მათ შესრულებაზე მონიტორინგი; ლ) ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირება; მ) თავისი საქმიანობის ანალიზზე დაყრდნობით, დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ნ) დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრობლობა; ო) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; პ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტისთვის მიწოდება; ჟ) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება; რ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე; ს) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა; ტ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება; უ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს მისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან; ბ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.“. 5. 171 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) გამომძიებლის, საგამოძიებო დანაყოფის წარმომადგენლის და მოქალაქის შეხვედრის ორგანიზება;“. 6. დაემატოს შემდეგი რედაქციის 172 მუხლი: ,,172 . ოპერატიული სამმართველო. 1. ოპერატიული სამმართველოს ამოცანაა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიების პროცესში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის ხელშეწყობა, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელების გზით. 2. ოპერატიული სამმართველოს ფუნქციებია: ა) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება; გ) კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი ღონისძიებების (შემთხვევის ადგილის დაცვა, დაკავება, პირადი ჩხრეკა) განხორციელება; დ) შემთხვევის ადგილისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას; ე) სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ სამმართველოში შესული კორესპონდენციის განხილვა; თ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურისა და სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების პროცესში მონაწილეობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო აქტივობებისა და ტრენინგების ჩატარების შესახებ წინადადებების ინიცირება, ასევე მათი ჩატარება ან განხორციელებაში მონაწილეობა; კ) კომპეტენციის ფარგლებში მიზნობრივი ჯგუფებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით წინადადებების ინიცირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ლ) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; მ) სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტისთვის მიწოდება; ნ) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება; ო) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება სამმართველოს მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე; პ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა; ჟ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება; რ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ბრძანების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1-ლი აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები