დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოში ტურისტული და სასტუმრო მომსახურებაზე სავალდებულო სერთიფიკაციის შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69/12-2 |
| დოკუმენტის მიმღები | ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი |
| მიღების თარიღი | 14/05/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 25/05/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000110.01(3).003.000273 |
საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს სტანდარტიზაციის,
მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ერთობლივი ბრძანება №69/12-2
1998 წლის14 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოში ტურისტული და სასტუმრო მომსახურებაზე სავალდებულო სერთიფიკაციის შემოღების შესახებ
საქართველოს კანონების „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ (თავი II, მუხლი 8, პუნქტი 4), „ტურიზმისა და კურორტების შესახებ (პუნქტი 7) და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ (თავი I, მუხლი 3, პუნქტი 7) პრაქტიკული რეალიზაციისა და ტურიზმის დარგში მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით: ვბრძანებთ
1. დამტკიცდეს ტურიზმის დარგში სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული მომსახურების თანდართული ნუსხა.
ტურიზმის დარგში სავალდებულო სერტიფიკაცია შემოღებული იქნეს 1998 წლის 1 ივნისიდან:
– ტურისტული მომსახურება;
– სასტუმრო მომსახურება.
2. ტურისტული და სასტუმრო მომსახურების სერტიფიკაცია ჩატარდეს საქართველოს სახელმწიფო სტანდარტების:
– სსტ 5.011-96 „ტურისტულ-საექსკურსიო მომსახურება. ტურისტული მომსახურებისა და სასტუმროების მომსახურების სერტიფიკაციის წესები";
– სსტ 11-96 „ტურისტულ-საექსკურსიო მომსახურება. ტურისტებისა და ექსკურსანტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნები".
– სსტ 12-96 „ტურისტულ-საექსკურსიო მომსახურება, სასტუმროთა კლასიფიკაცია";
– სსტ 14-96 „ტურისტულ-საექსკურსიო მომსახურება. ტურისტული მომსახურების პროექტირება".
– სსტ 15-96 „ტურისტულ-საექსკურსიო მომსახურება. ტურისტული მომსახურება. ძირითადი მოთხოვნები".
რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 1997 წლის 8 დეკემბერს შეტანილია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი №120.013.003.136.
3. აღნიშნულ ვადებში განხორციელდეს საჭირო ღონისძიებანი სასერტიფიკაციო ორგანოების და საგამოცდო ლაბორატორიების (ცენტრების) ქსელის განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის.
4. ტურიზმის დარგში მომსახურებაზე სავალდებულო სერტიფიკაციის შემოღების დღიდან აიკრძალოს საქართთველოს ტერიტორიაზე სერტიფიკაციას დაქვემდებარებული მომსახურების გაწევა შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე.
5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ბატონ ო. სიამაშვილს და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ბატონ გ. ფერიშვილს.
საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ვ. შუბლაძე
საქართველოს სტანდარტიზაციის მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის
თავმჯდომარე ჯ. მანჯგალაძე
დანართი
ტურიზმის დარგში სავალდებულო სერთიფიკაციას დაქვემდებარებული მომსახურების ნუსხა
მომსახურება, რომელზედაც სავალდებულო სერტიფიკაცია შემოღებული იქნება 1998 წლის 1 ივნისიდან
ტურისტული მომსახურება:
– ტურისტებისა და ექსკურსანტების უსაფრთხოება;
– ტურისტულ-საექსკურსიო მომსახურების დაგეგმარება;
–ტურისტული მარშრუტი საქართველოს ტერიტორიაზე.
სასტუმრო მომსახურება:
– სასტუმროების კლასიფიკაცია.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები