„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების“ (კოდი 04 05) განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის N160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების“ (კოდი 04 05) განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის N160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 164
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016899
164
25/11/2024
ვებგვერდი, 26/11/2024
010250050.35.160.016899
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების“ (კოდი 04 05) განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის N160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №164

2024 წლის 25 ნოემბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების“ (კოდი 04 05) განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის  შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების“ (კოდი 04 05) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №160 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 01/01/2020 წ., 010250050.35.160.016596) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) პირველი  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების (კოდი 04 05) განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, წარმატებული სტუდენტებისა და რეზიდენტურის სწავლის საფასურის დაფინანსების წესსა და პირობებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.“;

) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგო შინაარსისქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) რეზიდენტურა  უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომის შემდგომი საფეხური, სასწავლო პროგრამებისა და პრაქტიკული საქმიანობის ერთობლიობა.“;

) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგო შინაარსის 15 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები რეზიდენტურის საფეხურის მქონე სტუდენტების (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) დაფინანსებას არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობით (ერთი კალენდარული წლის განმავლობაში). რეზიდენტურის საფეხურის სტუდენტები დაფინანსდებიან კურსის პირველი სემესტრიდან.“;

) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგო შინაარსისქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) რეზიდენტურის საფეხურის სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა სარეზიდენტო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე