“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიური დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის №426 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 114
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 23/02/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 230.010.000.22.033.008.186
  • Word
114
17/02/2006
სსმ, 24, 23/02/2006
230.010.000.22.033.008.186
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიური დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის №426 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.010.000.22.033.008.186

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №114

2006 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის №426 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ი” და ლ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის №426 ბრძანების (სსმ III, 2004 წ., №64, მუხლი 569) დანართი №2-ით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპურ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1” ქვეპუნქტი:

1) საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლთან ერთად ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელება და შესაბამისი მოსაკრებლების გადახდევინება;”.

2. მე-4 მუხლის ა” და ზ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) განახორციელოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსული, საბაჟო ტერიტორიაზე არსებული და ტერიტორიიდან გამავალი სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეები;”.

ზ) საბაჟო გაფორმების, საბაჟო კონტროლის, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების განხორციელებასთან დაკავშირებული ფუნქციონალური მოვალეობების აღსრულების მიზნით მოითხოვოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია პირებისაგან, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას დეკლარანტებისაგან, საწყობების მფლობელებისაგან, საბაჟო ბროკერებისაგან, გადამზიდველებისაგან და სხვა პირებისაგან, რომლებიც უფლებამოსილნი არიან აწარმოონ საბაჟო ოპერაციები; “.

3. მე-5 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. საბაჟო გამშვები პუნქტის ძირითადი ამოცანებია:

საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და საბაჟო კონტროლი; საბაჟო კონტროლთან ერთად ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელებისა და შესაბამისი მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება; კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის საბაჟო გაფორმება; საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება;”.

8. საბაჟო საგუშაგოს ძირითადი ამოცანებია კომპეტენციის ფარგლებში:

სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა; საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და საბაჟო კონტროლი; საბაჟო კონტროლთან ერთად ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელებისა და შესაბამისი მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება; კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის საბაჟო გაფორმება; საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება; საბაჟო რეჟიმების რეგულირება; საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება; სამოქმედო ტერიტორიაზე ბიუჯეტის შემოსავლების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; საბაჟო საწყობების, უბაჟო ვაჭრობის მაღაზიების, თავისუფალი საწყობების, დროებითი შენახვის საწყობების საქმიანობის და მათში არსებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი; საბაჟო ღირებულების განსაზღვრის კონტროლი; ცალკეულ საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის (გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან გატანა, რეექსპორტი, საბაჟო საწყობი) სისტემატური კონტროლი, ამ რეჟიმით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების შესრულებაზე; საბაჟო საქმის ორგანიზაციასთან დაკავშირებით საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი