დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46-89 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/11/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.101.017268 |
|
,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ,, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 17/06/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016172) და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეს წესი არ ვრცელდება დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის(გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ფიზიკური პირების, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირებისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) რელიგიური ორგანიზაციების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) უცხო სახელმწიფოებისა და უცხოური თუ საერთაშორისო ორგანიზაციების საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „ 4. თუ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე სახელდება დასაშვებია საქართველოს საპატრიარქოს წერილობითი მომართვის ან თანხმობის შემთხვევაში. 5. თუ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკუთრებაში არსებულ ობიეტებზე სახელდება დასაშვებია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სათანადოდ დამოწმებული კრების ოქმის საფუძველზე მომართვის ან თანხმობის შემთხვევაში.“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რელიგიურ დღესასწაულებთან, წმინდანებთან და სასულიერო მოღვაწეებთან დაკავშირებული სახელდება თანხმდება შესაბამის კონფესიებთან.“. 3. მე - 6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) იცვლება საბჭოთა, ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული შემორჩენილი სახელწოდებები; ბ) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა გააჩნია; გ) არსებობს ერთი და იმავე სახელწოდების რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტი, რაც სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებისას ქმნის გარკვეულ სირთულეებს (აღნიშნული არ ვრცელდება ,,ქალაქ თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 27 დეკემბრის №4173-რს დადგენილებით შემოერთებული ტერიტორიების მიმართ); დ) წარსულში საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება დროთა განმავლობაში მივიწყებული ან დაკარგულია; ე) ისტორიულ ვითარებათა და სხვა გარემოებათა გამო მოხდა სახელწოდების დამახინჯება; ვ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან სტატუსი; ზ) ტარდება სახელდების ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის ისეთი ქალაქთმშენებლობითი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლის ან გაუქმების აუცილებლობას; თ) გეორგაფიული ობიექტის არსებული კონფიგურაცია არ იძლევა სამისამართო ერთეულების კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისი ნუმერაციის განხორციელების შესაძლებლობას; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“. 4. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია, მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, ინიციატივას რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში, მასზე დართულ დოკუმენტებთან ერთად, აქვეყნებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე. საჭიროების შემთხვევაში, კომისია ვალდებულია ინიციატივას დაურთოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურიდან (სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო) მოპოვებული გეოგრაფიული ობიექტის აღმნიშვნელი კარტოგრაფიული მასალა XY კოორდინატების მითითებით WGS-84 კოორდინატთა სისტემაში.“. 5. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი „21 სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებით და სიხშირით განახორციელოს აბრების განთავსების პროცესის მონიტორინგი, ასევე მერიის შესაბამის სამსახურს აბრების დამზადება მოტაჟის მიზნით მიაწოდოს იმ გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალი, რომლებზეც კომისია პრიორიტეტულად მიიჩნევს აბრების განთავსებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები