დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46-83 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/11/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.101.017262 |
|
,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 21/02/2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.101.016490) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების“:
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების მესამე პირებისათვის სარგებლობის უფლებით (იჯარის, ქვეიჯარის, ქირავნობის, ქვექირავნობის, თხოვების ფორმით) გადაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;“; ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს „წ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის „წ3“ ქვეპუნქტი: „წ3) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (თანა)საკუთრებაში არსებულ/დაურეგისტრირებელ უძრავ ქონებაზე მშენებლობის ნებართვის მიღებასთან ან/და სხვა სახის წარმოებასთან დაკავშირებით, დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, როგორც უძრავი ქონების ან/და ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრის/ შესაძლო მესაკუთრის პოზიციის დაფიქსირება;“; გ) მე-10 მუხლის: გ.ა) პირველ პუნქტს „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (თანა)საკუთრებაში არსებულ/დაურეგისტრირებელ უძრავ ქონებაზე მშენებლობის ნებართვის მიღებასთან ან/და სხვა სახის წარმოებასთან დაკავშირებით, სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, როგორც უძრავი ქონების ან/და ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრის/შესაძლო მესაკუთრის პოზიციის დაფიქსირება;“; გ.ბ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:: „ზ1) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (თანა) საკუთრებაში არსებულ/დაურეგისტრირებელ უძრავ ქონებაზე მშენებლობის ნებართვის მიღებასთან ან/და სხვა სახის წარმოებასთან დაკავშირებით, სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, როგორც უძრავი ქონების ან/და ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრის/შესაძლო მესაკუთრის პოზიციის დაფიქსირება;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები