დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის სამუშაოთა ორგანიზების სრულყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტი |
| მიღების თარიღი | 27/04/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 01/05/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/11/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000360.01(2).003.000251 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/05/1998 - 27/06/2002)
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ერთობლივი ბრძანება №45/78 1998 წლის 27- 23 აპრილი ქ. თბილისი |
საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის სამუშაოთა ორგანიზების სრულყოფის შესახებ
|
|
საქართველოს კანონების „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“, შესაბამისად სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისა და კონტროლის სამუშაოთა ორგანიზაციული სრულყოფის მიზნით, ვბრძანებთ: 1. „საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის წესის“ (დანართი 1) და „საქართველოში შემოტანილი სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის ჩამონათვალის“ (დანართი 2) სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს კანონით დადგენილი წესით. 2. ამასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის წესი“ ადრე დამტკიცებული რედაქციით (რეგ. №95, 15.05.96წ.), საქსტანდარტისა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ერთობლივი ბრძანება (რეგ. №149, 08.11.96წ.), საქსტანდარტისა და ჯანდაცვის სამინისტოროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმების დეპარტამენტის პროდუქციის სერტიფიკაციის ურთიერთმოქმედების წესი (რეგ. №161, 19.11.96წ.). 3. ეთხოვოს იუსტიციის სამინისტროს გაატაროს რეგისტრაციაში წარმოდგენილი დოკუმენტები კანონით დადგენილი წესით.
დეპარტამენტის თვმჯდომარე ჯ.მანჯგალაძე დეპარტამენტის თვმჯდომარე თ. აბულაძე
დანართი №1
საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის წესი წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს კანონების „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“, შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი იმ საქონლის გაშვების პირობებს, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო აქტებით ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას და მიზნად ისახავს დაიცვას საქართველოს სამომხმარებლო ბაზარი უხარისხო, ჯანმრთელობისთვის საშიში იმპორტირებული პროდუქციის შეღწევისაგან. 1. ზოგადი დებულებები 1.1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას გაიშვება მოხმარებისათვის, თუ ის შეესაბამება საქართველოში დადგენილ სავალდებულო სერტიფიკაციის მოთხოვნებს და გავლილი აქვს შესაბამისი სამსახურების მიერ განხორციელებული სანიტარულ-საკარანტინო, ვეტერინარული, ფიტოსანიტარული და სხვა, კანონმდებლობით განსაზღვრული, სახელმწიფო კონტროლი. 1.2. საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიმართაც გამოიყენება წინამდებარე წესი, განისაზღვრება საქსტანდარტის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის (სესსნ) მოთხოვნათა შესაბამისად აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ორგანოებთან შეთანხმებით, რომელთაც საქართველოს საკანონმდებლო აქტებით ევალებათ პროდუქციის სავალდებულო სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზება და ჩატარება. აღნიშნული საქონლის ჩამონათვალს ამტკიცებს საქსტანდარტი საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებით. 1.3. საქონლის განბაჟებისათვის სავალდებულო დოკუმენტს წარმოადგენს: ა) შესაბამისობის სერტიფიკატი (დანართი 1.1.), გაცემული სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის წესებით საქონლის შემოტანის წინა პერიოდში ან საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებით შენახვის პერიოდში; ბ) საქონლის სარეგისტრაციო სერტიფიკატი (დანართი 1.2.) ყველა სხვა შემთხვევაში. სარეგისტრაციო სერტიფიკატი პირველ რიგში გაიცემა მალფუჭებად საქონელზე, რომლის შენახვა მოითხოვს განსაკუთრებული პირობების დაცვას (ტემპერატურა, ტენიანობა, წნევა და ა.შ.) ასეთი საქონლის (დანართი 1.3.) საბაჟო გაფორმება ხორციელდება რიგგარეშე. სარეგისტრაციო სერტიფიკატს გასცემს ამაზე საქსტანდარტის მიერ სპეციალურად რწმუნებული ორგანო საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებით, რომლის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქსტანდარტსა და ამ ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით. 1.4. სარეგისტრაციო სერტიფიკატის ერთი პირი, ამ სერტიფიკატის გამცემი ორგანოს მიერ, ოპერატიულად (ურთიერთშეთანხმებულ ვადებში), მიეწოდება საქსტანდარტს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, ამ წესის 1.5. პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განსახორციელებლად. 1.5. საქსტანდარტი აკონტროლებს სარეგისტრაციო სერტიფიკატით გაშვებული საქონლის სავალდებულო სერტიფიკაციის ჩატარებას და საჭიროების შემთხვევაში იღებს ზომებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 1.6. საქართველოში წინამდებარე წესების 2.1. მუხლით გათვალისწინებული საბაჟო რეჟიმით შემოტანილ სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებულ საქონელს უნდა გააჩნდეს საქსტანდარტის ან მის მიერ ამ საქმიანობაზე აღიარებული ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი. ასეთი სერტიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში საქონლის საბაჟო გაფორმება ხდება წინამდებარე წესის 1.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. 2. საქონლის შემოტანის თავისებურებანი საბაჟო რეჟიმების პირობების შესაბამისად 2. საქონლის შემოტანის თავისებურებანი საბაჟო რეჟიმების პირობების შესაბამისად. 2.1. სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონელი, თუ მასზე საბაჟო ორგანოებს (სხვა საბაჟო დოკუმენტებთან ერთად) წარედგინებათ შესაბამისობის ან სარეგისტრაციო სერტიფიკატი, მოთავსდება შემდეგი საბაჟო რეჟიმების ქვეშ: – გაშვება თავისუფალი მიმოქცევისთვის; – გადამუშავება საბაჟო კონტროლის ქვეშ (გადამუშავების პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემთხვევაში); – გადამუშავება საბაჟო ტერიტორიის გარეთ (გადამუშავების პროდუქტის შემოტანისას); – რეიმპორტი. 2.2. საბაჟო ორგანოსათვის შესაბამისობის სერტიფიკატის წარდგენის გარეშე (განცხადებული საბაჟო რეჟიმებისგან დამოუკიდებლად) გაიშვება საქონელი: ა) განკუთვნილი ოფიციალური გამოყენებისთვის საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობისა და საერთაშორისო, სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების პერსონალის მიერ; ბ) შემოტანილი ფიზიკური პირების მიერ, რომელიც არ არის განკუთვნილი საწარმოო ან სხვა კომერციული საქმიანობისათვის (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი საქონელი აღემატება დადგენილ ღირებულებასა და რაოდენობრივ ქვოტებს); გ) ჰუმანიტარული დახმარების სახით შემოტანილი ტვირთები; დ) ნიმუშების (სინჯების) სახით, კონტრაქტისწინა სერტიფიკაციის მიზნით გამოცდების ჩასატარებლად. ამ პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევაში განბაჟება ხდება სარეგისტრაციო სერტიფიკატით, საქონლის შემოტანაზე სახელმწიფო კონტროლის შესაბამისი სასაზღვრო სამსახურების (სანიტარულ-საკარანტინო, ვეტერინალური, ფიტო-სანიტარული და სხვა) ნებართვის არსებობის შემთხვევაში. ამ პუნქტებში აღნიშნული საქონლის გასხვისების შემთხვევაში იგი ექვემდებარება სერტიფიკაციას დადგენილი წესით. ვალდებულების შეუსრულებლობისას საქსტანდარტი ღებულობს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ზომებს. 3. შემოსატანი საქონლის საბაჟო გაფორმება 3.1. შემოტანილი საქონელი მისი საბაჟო გაფორმების პერიოდში იმყოფება საბაჟო კონტროლის ქვეშ, დროებით შენახვის რეჟიმში. საქონლის დროებით შენახვისას შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. 3.2. შემოსატანი საქონელი ექვემდებარება დეკლარირებას საბაჟო ორგანოში, რომელიც ახდენს მის საბაჟო გაფორმებას საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესით. საბაჟო დეკლარაციასა და სხვა დოკუმენტებთან ერთდროულად, რომლებიც საჭიროა საბაჟო გაფორმებისათვის და საბაჟო კონტროლის ჩასატარებლად, იმპორტიორი ვალდებულია წარადგინოს დადგენილი ფორმის შესაბამისობის ან სარეგისტრაციო სერტიფიკატი. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დეკლარაციად გამოიყენება სატვირთო საბაჟო დეკლარაციის სდ 1 (სდ 2) ფორმები, დეკლარანტი ვალდებულია გრაფაში 44, ქვეპუნქტი 6 მიუთითოს წარმოდგენილი სარეგისტრაციო ან შესაბამისობის სერტიფიკატის ნომერი და გაცემის თარიღი. 3.3. საბაჟო გაფორმებისა და საბაჟო კონტროლის მიზნებისათვის გამოიყენება: – სარეგისტრაციო სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში – სერტიფიკატის ერთი პირი; – შესაბამისობის სერტიფიკატის შემთხვევაში – სერტიფიკატის დამოწმებული ასლი. აღნიშნული დოკუმენტები რჩება საბაჟო ორგანოს საქმეებში და დაბრუნებას არ ექვემდებარება. ასლი შეიძლება დამოწმებული იყოს სერტიფიკატის გამცემი ორგანოს მიერ. სერტიფიკატის გამცემი ორგანო დაამოწმებს მას ამ ორგანოს ხელმძღვანელის (ან მისი შემცვლელი პირის) ნამდვილი ხელმოწერის გზით, მისი გაშიფვრითა და ბეჭდის დასმით. 3.4. სერტიფიკაციის მიზნებისათვის საბაჟო ორგანოს ნებართვით იმპორტიორებსა და სხვა პირებს, რომლებსაც გააჩნიათ უფლებამოსილება საქონლის მიმართ, შეუძლიათ საბაჟო კონტროლის ქვეშ დაათვალიერონ შემოსატანი საქონელი, აგრეთვე აიღონ მისი სინჯები და ნიმუშები. სინჯები და ნიმუშები აიღება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირების თანდასწრებით მინიმალური რაოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ სინჯებისა და ნიმუშების გამოკვლევის შესაძლებლობას. სინჯებისა და ნიმუშების აღების შესახებ შედგება ნიმუშის აღების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირებიც, რომლებიც ადასტურებენ აღებული ნიმუშის რაოდენობას. საქონლის სინჯებსა და ნიმუშებზე ცალკე საბაჟო დეკლარაცია არ განცხადდება იმ პირობით, თუ ისინი გათვალისწინებულია საქონლის მიმართ შეტანილ საბაჟო დეკლარაციაში. გამოსაცდელი ნიმუშების დაბრუნების ან გამოცდების შედეგად მათი დახარჯვის (განადგურების) პირობები უნდა იქნეს განსაზღვრული სერტიფიკაციის ჩატარების წესში. 3.5. საქართველოს საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირებს საბაჟო გაფორმების ჩატარებისას საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ შეამოწმონ: – ხელმოწერა და ბეჭედი შესაბამისობის სერტიფიკატის ასლზე (სარეგისტრაციო სერტიფიკატის პირზე); – ორგანოს უფლებამოსილება სერტიფიკატის გაცემაზე; – შემოსატანი საქონლის შესაბამისობა სერტიფიკატთან; – სერტიფიკატის მოქმედების ვადა (თუ ასეთი ვადა დადგენილია); – სხვა მონაცემები, რომლებიც აუცილებელია საბაჟო გაფორმებისათვის. საბაჟო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს იმპორტიორისაგან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატან საქონელზე სერტიფიკატის გაცემის ფაქტის დადასტურება. აუცილებლობის შემთხვევაში შემოწმებისათვის შეიძლება მოწვეულ იქნეს საქსტანდარტის ტერიტორიული ორგანოების ან ამ საქონლის სერტიფიკაციის ორგანოს წარმომადგენლები. 4. პასუხისმგებლობა წინამდებარე წესის დარღვევისათვის წინამდებარე წესების დარღვევისათვის პირები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი 1.2. სარეგისტრაციო სერტიფიკატი № ----------------------------------------------------------------------------------------------------- სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაცია 199 წლის „ “ -------------------------------- იმპორტიორი ------------------------------------------------------------------------------------- საწარმო, ორგანიზაცია, ინდ. მეწარმე ----------------------------------------------------------------------------------------------------- მისამართი, ტელეფონი ტვირთის დაბინავების ადგილი --------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------- პროდუქციის დასახელება, პარტიის რაოდენობა ------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------- მწარმოებელი ------------------------------------------------------------------------------------ (ქვეყანა, ორგანიზაცია, ფირმა) თანმხლები დოკუმენტაცია -------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------- – სარეგისტრაციო სერტიფიკატში მითითებული მონაცემების სისწორეს და საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის რეალიზების წესით განსაზღვრულ, ნაკისრ ვალდებულებებს ვადასტურებ.
იმპორტიორი -------------------------- --------------- ხელმოწერა გვარი
ბ.ა.
სერტიფიკატის გამცემის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ---------------------------- ------------------- ხელმოწერა გვარი ბ.ა.
დანართი 1.3. ძირითადი მალფუჭებადი საქონლის ჩამონათვალი
1. ბოსტნეული და სოკო ახალი, ბადრიჯანი, წიწაკა ახალი, საზამთრო, ნესვი, კიტრი, პომიდორი, კომბოსტო, კარტოფილი, ხახვი, ჭარხალი, ბოლოკი, ბოსტნეულის ხილფაფა და პიურე. 2. ხილი და ხილკენკროვანი ახალი, ხილფაფა და პიურე მათგან. 3. ხორცი და ხორცის პროდუქტები (მათ შორის) ფრინველი დაკლული და ნანადირევი), ცხოველური ცხიმები, ცხოველის ხორცი ნებისმიერ სახეში, ქონი და ცხიმები, ენდოკრინული ნედლეული, სუბპროდუქტები. 4. რძე და რძის პროდუქტები, ახალი რძე, ნაღები, არაჟანი, ხაჭო, ყველი, კარაქი, ერბო, მარგარინი. 5. კვერცხი და კვერცხის მელანჟი. 6. თევზი და თევზის პროდუქტები, ხიზილალა ნებისმიერი, თევზი ნებისმიერი: ცოცხალი, გაყინული, შებოლილი, დამარილებული, მარილიანი. კიბო და კიბორჩხალები.
დანართი №2
---------------------ჯ. მანჯგალაძე ---------------------- თ. აბულაძე --------------------- 1998 წელი ---------------------- 1998 წელი
საქართველოში შემოტანილი სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის ჩამონათვალი სამოქმედოდ შემოღების თარიღი: 1998 წლის 1 მაისი თბილისი, 1998 საქართველოში შემოსატანი და სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის ჩამონათვალი
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები