„მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 3 აპრილის №18 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 22/11/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016079
72
22/11/2024
ვებგვერდი, 22/11/2024
290160000.60.072.016079
„მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 3 აპრილის №18 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №72

2024 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

„მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 3 აპრილის №18 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე კანონის 201 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 3 აპრილის №18 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 290160000.60.072.016026) დამტკიცებულ „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციაში“ (შემდგომ – ინსტრუქცია) შეტანილ იქნეს დამატებები და ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-7-მე-13 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„7. მზღვეველმა უნდა მიაწოდოს დამზღვევს ინფორმაცია სადაზღვევო შესატანის (პრემიის) გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული შესაბამისი პერიოდისთვის გადასახდელი თანხის ოდენობის და თარიღის შესახებ, მხარეთა შორის შეთანხმებული თითოეული გადახდის თარიღამდე არანაკლებ 1 (ერთი) და არაუმეტეს 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე.
8. დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადაზღვევო შესატანის ან/და სხვა ნებისმიერი დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში მზღვეველი ვალდებულია, დამზღვევს მიაწოდოს ინფორმაცია დავალიანების ოდენობის შესახებ მისი წარმოშობიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
9. დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადაზღვევო შესატანის ან/და სხვა დავალიანების გადაუხდელობის ან/და დაზღვევის ხელშეკრულების სხვა პირობების გამო, სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობის შეზღუდვამდე/დაზღვევის ხელშეკრულების მოშლამდე მზღვეველი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე გააფრთხილოს დამზღვევი შესაბამისი ვადის მითითებით.
10. დაზღვევის ხელშეკრულების ვადაზე ადრე მოშლის ან ვადის გასვლით ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, თუ დამზღვევს მზღვეველის წინაშე გააჩნია ფინანსური ვალდებულება, მზღვეველი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე აცნობოს ფიზიკურ პირ დამზღვევს არაუგვიანეს ხელშეკრულების მოშლიდან/შეწყვეტიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის, ხოლო იურიდიულ პირ დამზღვევს – არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
11. დამზღვევის ინიციატივით ხელშეკრულების ვადაზე ადრე მოშლის შემთხვევაში, თუ დამზღვევს მზღვეველის წინაშე გააჩნია მიმდინარე ან სამომავლოდ შესასრულებელი ფინანსური ვალდებულება, მზღვეველი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე დამზღვევს მიაწოდოს ინფორმაცია, მოშლის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში.
12. ამ მუხლის მე-7-მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია მზღვეველმა დამზღვევს უნდა მიაწოდოს ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე მატერიალური ფორმით, ან მხარეთა შორის შეთანხმებული არანაკლებ ერთი სანდო საშუალების გამოყენებით. ამ პუნქტის მიზნებისათვის, დაუშვებელია, მხარეთა შორის დაზღვევის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობები ჩაითვალოს შეტყობინების მიწოდებად.
13. წინამდებარე მუხლის მე-7-მე-11 პუნქტებით დადგენილი ინფორმირების ვალდებულების დარღვევისათვის მზღვეველი პასუხს არ აგებს, თუ დამზღვევისთვის ინფორმაციის მიწოდება ვერ მოხდა დამზღვევის მიერ საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის გამო, რის თაობაზეც მზღვეველი არ ყოფილა სათანადო წესით ინფორმირებული.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 თებერვლიდან.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი