„საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №209 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №209 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 259
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 16/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 26/01/2001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
259
16/06/2000
ვებგვერდი, 21/11/2024
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №209 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №259

2000 წლის 16 ივნისი

. თბილისი

საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების  შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის 209 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კულტურის სამინისტროს სტრუქტურის სრულ­ყოფის მიზნით „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის საფუძველზე  „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების  შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №209 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. V თავის მე-12 აბზაცში სიტყვები: „საინფორმაციო-საგამომცემლო განყოფილება“ შეიცვალოს სიტყვებით: „საზოგადო­ებასთან ურთიერთობის სამმართველო“.

2. V თავიდან ამოღებულ იქნეს:

ა. საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო;

ბ. საბუხჰალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და კონტროლის სამ­მართველო;

გ. სამეურნეო სამმართველო.

3. V თავს დაემატოს:

ა. საფინანსო-ადმინისტრაციული სამსახური;

ბ. კონტროლის სამმართველო.

4.  VI თავის 34-ე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ჟ“ ქვეპუნქტი, ხოლო „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო. საფინანსო-ადმინისტრაციული სამსახურის  სამინისტროს აპარატისა და სისტემის ორგანიზაციების, აგრეთვე ღონისძიებათა ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით ბიუჯეტის პროექტების შედგენის, დამტკიცებული ბიუჯეტის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებამდე დაყვანის, ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების  დაქვემდებარებული დაწესებულებებისა და განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის განაწილების, ხარჯთა ნუსხის შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის, საშტატო ნუსხების სისწორის გადამოწმებისა და დამტკიცების, სამინისტროს სისტემის წლიური და კვარტალური, აგრეთვე ნაერთი ანგარიშების მომზადებისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის საკითხების უზრუნველყოფა; სისტემაში საბუხჰალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა; შენობა-ნაგებობებისა და ქონების მოვლა-შენახვის, კომუნალური მეურნეობის გამართულად ფუნქციონირების, ორგ­ტექნიკით, საკანცელარიო ნივთებითა და სამეურნეო საქონლით მომარაგებისა და სხვა დამხმარე ღონისძიებათა უზრუნველყოფის საკითხები“.

„პ) კონტროლის სამმართველოსი  სამინისტროს სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებებში საკონტროლო-სარევიზიო მუშაობის, ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისა და მატე-რიალურ ფასეულობათა დანიშნულებისამებრ გამოყენების საკითხების შესწავლა, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება არსებული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით“.

. შევარდნაძე