„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №488 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №488 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 499
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 26/08/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 16, 31/08/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 28/01/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
499
26/08/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 16, 31/08/1998
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №488 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №499

1998 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №488 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების განხორციელებისა და მისი სტრუქტურის შემდგომი სრულყოფისათვის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №488 ბრძანებულებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. გაუქმდეს და დებულების VI თავიდან შესაბამისად ამოღებულ იქნეს:

ა) „მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და  ანალიზის დეპარტამენტი“;

ბ) „საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტი“.

2. შეიქმნას და დებულების VI თავს სამინისტროს აპარატის ჩამონათვალში დაემატოს:

ა) „ფისკალური პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური პროგნოზირების დეპარტამენტი“;

ბ) „აქციზური მარკების დეპარტამენტი“.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აპარატის სტრუქტურიდან სამხარეო საფინანსო ადმინისტრაციები გადატანილ იქნეს სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ნუსხაში.

ე. შევარდნაძე