დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 22 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 196/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/11/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018615 |
|
„სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 22 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 22 იანვრის №04/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 25/01/2021; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017985) დამტკიცებული „სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის“:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტესტირება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.“. 2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი „3. ტესტირება უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებში იმ გამოსაცდელებისთვის, რომლებიც ასწავლიან/რომლებსაც სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე, ტარდება როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ, რუსულ ან სომხურ ენაზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები