„თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 388
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/11/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/11/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 340030000.10.003.024783
388
18/11/2024
ვებგვერდი, 19/11/2024
340030000.10.003.024783
„თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №388

2024 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/11/2022, 340030000.10.003.023727) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს  „თხილის წარმოების ხელშეწყობის   პროგრამაში“ (კლასიფიკაციის კოდი: 31 05 18) შესაბამისი თანხების ცვლილება.“.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოსა და სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეთ თანხმობა, რომ ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში 2024 წელს არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოს განესაზღვროს  არაუმეტეს 100 ერთეულით 4 თვით, 15 ერთეულით – 6 თვით, 60 ერთეულით – 9 თვით  და დაფინანსდეს „თხილის წარმოების ხელშეწყობის“ პროგრამიდან (პროგრამული კოდი: 31 05 18), ხოლო სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს – არაუმეტეს 90 ერთეულით 3 თვით, „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების“ პროგრამიდან (პროგრამული კოდი: 31 02 05), შეთანხმებული ლიმიტის ფარგლებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე