„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 387
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/11/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.024782
387
18/11/2024
ვებგვერდი, 19/11/2024
010240030.10.003.024782
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №387

2024 წლის 18 ნოემბერი

 ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2018, 010240030.10.003.020896) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის განხორციელებისთვის.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროში დასაქმებულნი არიან სამხედრო მოსამსახურეები, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირები.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული და უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რეკომენდაციების, აგრეთვე სამოქალაქო იარაღის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა.“;

დ) მე-17 − მე-19 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. სამხედრო დანიშნულების პროდუქციის, მათ შორის, ახალი, მოდერნიზებული და მოდიფიცირებული შეიარაღებისა და ტექნიკის თავდაცვის ძალების შეიარაღებაში მიღება და შეიარაღებიდან მოხსნა.

18. ტექნიკისა და შეიარაღების მოდერნიზაცია და მოდიფიკაცია.

19. სამხედრო და სასწავლო ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწყობა-განვითარება.“;

ე) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. საინფორმაციო ოპერაციების ჩატარება.“;

ვ) 271 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„27​1. შესაბამისი მოთხოვნის/დავალების საფუძველზე აფეთქებასაშიში საგნებისაგან/ნივთიერებებისაგან გაწმენდისა და განაღმვითი სამუშაოების ჩატარება, წყლის ფსკერის დათვალიერებისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გატარების ორგანიზება.“;

ზ) 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„28. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერა.“;

თ) 43-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 44-ე პუნქტი:

„44. საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებთან, იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობა.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. მინისტრი და მისი მოადგილეები სამხედრო მოსამსახურეები არ არიან.“;

ბ)  მე-4 პუნქტის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) თავდაცვის ძალების მეთაურის დასაბუთებული წარდგინებისა და სამინისტროში მოქმედი გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ახალი, მოდერნიზებული და მოდიფიცირებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებაში მიღების, აგრეთვე მოძველებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებიდან მოხსნის თაობაზე;

რ) თავდაცვის ძალების მეთაურის დასაბუთებული წარდგინებისა და სამინისტროში მოქმედი გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, დადგენილი წესით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შეიარაღებისა და ტექნიკის მოდერნიზაციის, მოდიფიცირებისა და სამხედრო ტექნიკის სტატუსის მინიჭების თაობაზე;“.

4. მე-6 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის სამინისტროს საქმიანობის, მათ შორის,  თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას (მიმდინარე რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) ინტეგრაციის პროცესი, სამშვიდობო ოპერაციებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობა, სამხედრო სწავლებები, წვრთნები და სამინისტროს სხვა პრიორიტეტული მიმართულებები) და მედიის მხრიდან საინფორმაციო მხარდაჭერას;“;

ბ) მე-4 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აფასებს თავდაცვის სისტემის ეფექტიანობას, შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკასა და გეგმებთან დაკავშირებით;

ბ) აფასებს ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს და, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებებთან დაკავშირებით;“;

ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის, დაგეგმვისა და სტრატეგიულ დოკუმენტებს, კოორდინაციას უწევს მათი შემუშავების/გადასინჯვის პროცესს;“;

გ) მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების, მათ შორის, დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების, ასევე მინისტრის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული მათი ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეინტეგრაციის პროცესის ეფექტიანად და ხარისხიანად წარმართვას სამინისტროს სისტემის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;“;

დ) მე-16 პუნქტის:

დ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მონაწილეობს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასა და სამხედრო საფრთხის შეფასებაში;“;

დ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უზრუნველყოფს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის შემუშავებასა და თავდაცვის ძალებში მის დანერგვას; სამხედრო პერსონალის დაგეგმვის, მზადყოფნისა და მართვის სისტემების ჩამოყალიბებას/განვითარებასა და გამართულ მუშაობას; თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ოპტიმალური საშტატო ნუსხის, შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელების მომზადებას; სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებითა და შრომითი ხელშეკრულებით  დასასაქმებელი (გარდა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) სამოქალაქო პერსონალის დროულ და ხარისხობრივ დაკომპლექტებას;“;

დ.გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკით განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე, ახორციელებს გრძელვადიანი ოპერატიული მოთხოვნების განსაზღვრასა და ძალთა დაგეგმვას;“;

დ.დ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) ახორციელებს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკიდან გამომდინარე სამხედრო მოსამსახურეთა რეკრუტირების, შერჩევის, გადანაწილება-დანიშვნის, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობათა მინიჭების, მომზადება-გადამზადების, პროფესიული განვითარების, განათლების მიღებისა და შენარჩუნების უზრუნველყოფას, სამინისტროს სისტემის სამხედრო პერსონალის კარიერის დაგეგმვისა და მართვის უზრუნველყოფას, კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირთა სამოქალაქო საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და სოციალური გარანტიების საკითხების უზრუნველყოფას;“;

ე) მე-19 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ახორციელებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმით გათვალისწინებული სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტებისა და სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო თავდაცვასა და სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერას;“;

ვ) 21-ე პუნქტის:

ვ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ახორციელებს თავდაცვის ძალების პერსონალის სამხედრო განათლებით უზრუნველყოფას, ქვედანაყოფების წვრთნასა და  შეფასებას, აგრეთვე თავდაცვის ძალების სამხედრო დოქტრინებით უზრუნველყოფას;“;

ვ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ახორციელებს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად განსაზღვრული ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადებას, გადამზადებასა და შეფასებას, თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერას.“.

5. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ბ.ა“-„ბ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის, თავდაცვის ძალების სტრატეგიული მართვის, სამომავლო განვითარების, ტექნიკის, შეიარაღების შეძენისა და პერსპექტიული სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური საკითხების შესახებ;

ბ.ბ) ახალი, მოდერნიზებული და მოდიფიცირებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებაში მიღების, აგრეთვე მოძველებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებიდან მოხსნის თაობაზე;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) განსაზღვრავს ტექნიკის განაწილებისა და განთავსების ადგილებს ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის გარეთ;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) უზრუნველყოფს შეიარაღების, ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებების საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის განაწილებას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე