„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 386
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/11/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024781
386
18/11/2024
ვებგვერდი, 19/11/2024
040030000.10.003.024781
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №386

2024 წლის 18 ნოემბერი

   ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებაში (სსმ, №80, 06/07/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) განახორციელოს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ან/და აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის უცხო ქვეყანაში რეგისტრაციისა და დაცვისთვის საჭირო ღონისძიებები;“.

2. 66 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) განცხადებებისა და სხვა კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა;“.

3. 69 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელების, გეოგრაფიული აღნიშვნისა და დიზაინების განაცხადის კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპერტიზა, შესაბამისი დოკუმენტების გაცემა და, კომპეტენციის ფარგლებში, რეესტრების წარმოება;“.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 1 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე