„სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 384
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/11/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 020060030.10.003.024779
384
18/11/2024
ვებგვერდი, 19/11/2024
020060030.10.003.024779
„სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №384

2024 წლის 18 ნოემბერი

 ქ. თბილისი

„სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის  მე-14 მუხლის საფუძველზე, „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21    თებერვლის №64 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/02/2012, 020060030.10.003.016737) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

მუხლი 21. ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის დონეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ – მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსგან საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის შესაბამისი პროგრამის მიღების უფლებამოსილება აგრეთვე აქვს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, მათ შორის, „სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №72 დადგენილების მიზნებისათვის.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე