მცხეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ციხისძირში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ციხისძირში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-35. 3524319001
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/11/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016043
გ-35. 3524319001
14/11/2024
ვებგვერდი, 18/11/2024
000000000.00.153.016043
მცხეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ციხისძირში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება გ-35.3524319001

2024 წლის 14 ნოემბერი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ციხისძირში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის შესაბამისად,

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ციხისძირში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს (უსახელო ქუჩა და ჩიხი) მიენიჭოს სახელები თანდართული დანართისა და რუკის შესაბამისად.

2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ –  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.

საკრებულოს თავმჯდომარე   გიორგი ელოშვილი