დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რეზერვისტის სპეციალური მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 92 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/11/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/11/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.017269 |
|
რეზერვისტის სპეციალური მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ
|
თავდაცვის კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს რეზერვისტის სპეციალური მომზადების პროგრამა.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადეს „სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირთა სპეციალური მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №43 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
რეზერვისტის სპეციალური მომზადების პროგრამა
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. რეზერვისტის სპეციალური მომზადების პროგრამა (შემდგომ – პროგრამა) განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის ძალების (შემდგომ – თავდაცვის ძალები) რეზერვში ჩარიცხული პირის (შემდგომ – რეზერვისტი) სპეციალური მომზადების (შემდგომ – მომზადება) პროცესს.
2. პროგრამა უზრუნველყოფს რეზერვისტის მომზადებას თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად. |
მუხლი 2.
პროგრამის მიზანი |
პროგრამის მიზანია:
ა) თავდაცვის ძალებისთვის შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით პირის მომზადება; ბ) თავდაცვის ძალების რეზერვის (შემდგომ – რეზერვი) სამეთაურო რგოლის − ოფიცრების შემადგენლობისა და სერჟანტების შემადგენლობის დაკომპლექტება, აქტიური მომზადება და გადამზადება; გ) რეზერვისტის ინდივიდუალურად, მაღალ დონეზე მომზადება. |
მუხლი 3.
რეზერვისტის მომზადებასთან დაკავშირებული ღონისძიებები |
1. რეზერვისტის მომზადებისთვის პასუხისმგებელი სუბიექტები არიან და რეზერვისტის მომზადებას უზრუნველყოფენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემის შესაბამისი ქვედანაყოფები, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
2. რეზერვისტის მომზადებასთან დაკავშირებით: ა) სამინისტროს სამოქალაქო ოფისი – ახორციელებს რეზერვისტის მომზადების პროცესის სამართლებრივ მხარდაჭერას და საჭირო რესურსებით უზრუნველყოფას; ბ) თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი – ამზადებს საორგანიზაციო მითითებებს და ზედამხედველობას უწევს თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებს იმ პროგრამების შესრულებაში, რომლებიც ქმნიან და ინარჩუნებენ რეზერვის ძალთა საბრძოლო მზადყოფნას, საბრძოლო მზადყოფნის კომპონენტების შესაბამისად; გ) სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს: გ.ა) სამობილიზაციო რეზერვისტის გამოძახებას; გ.ბ) რეზერვში გამოძახებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას/გადამოწმებას იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც აქვს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს; გ.გ) რეზერვისტის მიყვანას პროგრამის განმახორციელებელ შესაბამის სუბიექტებში; დ) თავდაცვის ძალების სარდლობები/სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – თავდაცვის ძალების ოპერატიული მოთხოვნებიდან გამომდინარე ახორციელებენ რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების ღონისძიებებს რეზერვის კატეგორიების მიხედვით, აგრეთვე უზრუნველყოფენ, რეზერვის წვრთნების ინტეგრირებას თავდაცვის ძალების სარდლობების ქვედანაყოფების სწავლებებში; ე) ეროვნული გვარდია – ორგანიზებას უწევს ტერიტორიულ და სამობილიზაციო რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების პროცესს უფლებამოსილების ფარგლებში. 3. რეზერვისტის მომზადება ხორციელდება შესაბამისი თემატიკის, საბრძოლო მომზადების პროგრამისა და გეგმების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესაბამისი საშუალებით, რომლებიც განისაზღვრება თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, რეზერვისტის მომზადებისას მეცადინეობის ცხრილის შედგენა ხორციელდება ხელმძღვანელის მიერ, სადაც მიმდინარეობს რეზერვისტთა მომზადება. 5. რეზერვისტის მომზადებისას პრიორიტეტულია საველე მეცადინეობები, რა დროსაც ხორციელდება თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარ-ჩვევებით განმტკიცება, სასწავლო მეთოდური საშუალებების გამოყენებით. |
მუხლი 4.
მომზადების ეტაპები |
1. რეზერვისტის მომზადების ეტაპები:
ა) ინდივიდუალური მომზადება – რეზერვისტის მომზადება სამხედრო მოსამსახურისათვის ინდივიდუალურ უნარ-ჩვევებში; ბ) პროფესიული მომზადება: ბ.ა) სპეციალისტებად შერჩეული რეზერვისტების სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით მომზადება – განსაზღვრულ საშტატო თანამდებობაზე დაკისრებული ფუნქციის ხარისხიანად შესრულების უზრუნველსაყოფად; ბ.ბ) უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე შერჩეული რეზერვისტის სამეთაურო მომზადება – ოპერატიულ გარემოში ქვედანაყოფის მართვისთვის; გ) კოლექტიური მომზადება – ქვედანაყოფის შემადგენლობაში საბრძოლო დავალებების დაგეგმვისა და განხორციელების კოლექტიური უნარ-ჩვევების განვითარება და ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა. 2. რეზერვისტი ამ მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის ეტაპს გაივლის ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის/გეგმის შესაბამისად. |
მუხლი 5.
რეზერვის მომზადება კატეგორიების მიხედვით |
1. აქტიური რეზერვის:
ა) ტერიტორიული რეზერვის მომზადება ითვალისწინებს რეზერვისტის მომზადებას ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზებისა და კრიზისებზე რეაგირების მიზნით; ბ) სპეციალისტთა რეზერვის მომზადება ითვალისწინებს თავდაცვის ამოცანებისთვის აუცილებელი სპეციალობის მქონე რეზერვისტის მომზადებას თავდაცვის ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების შესასრულებლად. 2. სამობილიზაციო რეზერვის: ა) მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვის მომზადება ითვალისწინებს მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვისტის მომზადებას საბრძოლო ქვედანაყოფების შემადგენლობაში ან ინდივიდუალურად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების რეზერვისტებით დაკომპლექტების/შევსების, მათი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, აგრეთვე თავდაცვის ძალების საბრძოლო ძალთა სტრუქტურის, პირველ რიგში, გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით; ბ) ზოგადი სამობილიზაციო რეზერვის: ბ.ა) მომზადებული სამობილიზაციო რეზერვის მომზადება ითვალისწინებს რეზერვისტის გადამზადებას მცირე დროში თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და დანაკარგების შევსების მიზნით; ბ.ბ) მოუმზადებელი სამობილიზაციო რეზერვის მომზადება ითვალისწინებს რეზერვისტის, მათ შორის არასამხედრო სპეციალობების მქონე პირების, მომზადებას მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები