დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო-საექიმო და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 მაისის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/11/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/11/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140030000.22.034.017509 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო-საექიმო და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 მაისის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო-საექიმო და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 მაისის №69 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 13/05/2020, 140030000.22.034.017001) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის: ა) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „51. ექსპერტიზას დაქვემდებარებული პირი ვალდებულია სამხედრო-საექიმო ექსპერტიზის გასავლელად ცსსკ-ს წარუდგინოს სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ იგი იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე.“; ბ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „18. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ დაავადებათა ცხრილების II-III გრაფების შესაბამისად, სამხედრო-საექიმო ექსპერტიზის გასავლელად დაიშვება პირი, ამავე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტისა და საჭიროებისამებრ, ცსსკ-ს მოთხოვნით, შეზღუდვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შესაბამისობის კატეგორიების მიხედვით, ცნობილ იქნა: ა) შესაბამისად სამხედრო სამსახურისთვის უმნიშვნელო შეზღუდვით; ბ) შეზღუდულად შესაბამისად სამხედრო სამსახურისთვის; გ) დროებით შეუსაბამოდ სამხედრო სამსახურისთვის.“. 2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოქმედი მოსამსახურეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისას ექსპერტიზას გადიან ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული „შემდგომი სამსახურისთვის“ ვარგისიანობის/შესაბამისობის კატეგორიის მიხედვით, გარდა სპეციალური დანიშნულების (საბრძოლო) ფუნქციის განმახორციელებელ თანამდებობებზე დასანიშნი კანდიდატებისა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები