დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის №474 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 100 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 17/02/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.22.023.008.172 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.023.008.172
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №100
2006 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის №474 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის №474 ბრძანებას (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1498) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 41. საპრეტენზიო კომისია
1. მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე წერითი ტესტირების შედეგების გადასინჯვის მიზნით იქმნება საპრეტენზიო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრების შემადგენლობასა და რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი.
3. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
4. კონკურსანტებს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვთ ტესტური გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 48 საათისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შემოტანილი განცხადება განიხილება გონივრულ ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ როგორც კომისიას, ისე განმცხადებელს.
5. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხოვნობიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
7. თუ საპრეტენზიო კომისია დარწმუნდება, რომ კომისიის შეფასება არ არის სწორი, იგი უფლებამოსილია შეცვალოს შეფასება, ხოლო კომისია ამტკიცებს შეცვლილ შეფასებას.”
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები